ფშიუუ, ვალენტიკა გააღვიძეთ, გულები და ჭრლეკუდები უნდა დავათვლევინო!

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი ვალენტინობა მახსოვს, რადგან ამ ორ ვალენტინობას ვიყავი თმიდან ფეხის ფრჩხილამდე ემოციებით მთვრალი და
შეურაცხადი, აჟიტირებული. დილიდან საღამომდე ვემზადებოდი ამ კეკლუცი სიტყვა "პაემნისთვის" - რაღაც ჯადოსნური იყო ორივე. ერთზე
საერთოდ იმხელა და ფაფუკი თოვლი მოვიდა, თავი ზღაპარში მეგონა. მე ცანცარამ კიდევ, კი არ დავაგვიანე, ზუსტად დროზე მივედი და იმან დააგვიანა ოთხი წუთით.
სხვა ვალენტიკობებზე ჩვეუელბრივად ვიყავი, არ მყავდა მუზა და მუხლების მომკვეთ-მომცელი ობიექტი. ორი. ან შეიძლება სამიც? ცოტა ამერია...
და მაშინ, იმ თოვლიან ვალენტიკობაზე, ვუსმენდი ამ სიმღერას, რადგან მას უყვარდა და მისგან გავიცანი.
აი, ამდენი წლის შემდეგაც როგორი ემოციებით გავიხსენე, არადა, მაშინ რომ გეკითხა, არც კი მომწონდა ის ბიჭი და სულაც არ მეცალა სიყვარულისთვის.
ყღ, ყღ, ასაკიანი დეიდა ვიბაზრე და რამე?

პ.ს. ხოდა, ამით იმის თქმა მინდოდა, ხალხნო, რომ კარგია რომანტიული, თუნდაც სულელური და რამეების კეთება - თქვენ კიდევ ტოჟე მნე
ვალენტინობაო და რაღაცებს ჩმახავთ მუდოებივით.
This post has been edited by Estrella on 14 Feb 2017, 12:56