შპს შემოქმედებითი გაერთიანება ლომისი სხვადასხვა უწყებების მიერ 382 ათას ლარზე მეტით დაფინანსდა.
2009 წელს, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განკარგულება გამოსცა, რომლითაც იუმორინას დასაფინანსებლად თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან 50 ათასი ლარი გამოიყო. თანხით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის არენდის ღირებულება ნაწილობრივ ფინანსდებოდა.
მერის განკარგულებითვე, შპს შემოქმედებითი გაერთიანება ლომისთვის 2010 წლის ბიუჯეტიდან ამდენივე თანხა ანსამბლ ივერიას მიუზიკლისთვის ჩხიკვთა ქორწილი გამოიყო, საიდანაც ნახევარი დარბაზის არენდის ღირებულება იყო, დარჩენილი ნახევარი კი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ერთი დღის ბილეთების შესაძენი თანხა. ამავე წელს 30 ათასი ლარით იუმორინას საახალწლო კონცერტი (დარბაზის იჯარის ღირებულება) დაფინანსდა.
2013 წელს 15 ათასი ლარი გამოიყო იუმორინას კონცერტისთვის თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის იჯარის ღირებულების დასაფინანსებლად. 2014 წლიდან კი იუმორინას დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა 59 ათას ლარამდე გაიზარდა, იმავე ოდენობის თანხა გამოიყო 2015 და 2016 წელს.
თბილისის მერია ერთადერთი უწყება არაა, რომელიც შპს შემოქმედებითი გაერთიანება ლომისთვის ფულს გამოყოფდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მამა–შვილის, ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო კონცერტი 2016 წელს 20 ათასი ლარით დააფინანსა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კი 2015 წელს იუმორინას კონცერტი ბათუმში 20 314 ლარით დააფინანსა.
https://on.ge/story/7762-%E1%83%98%E1%83%A3...%83%94%E1%83%A1