თბილისში 16 წლის ბიჭი მოკლეს
17:27 2017-02-13
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს. თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანს სავარაუდოდ ე.წ სპიცით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. თვითმხილველებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ბიჭი ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვკლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ორი პირი.
http://www.newposts.ge/?l=G&id=132234-თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში დაჭრეს
20:38 2017-02-13
თბილისში, სადგურის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკიცი, რომელსაც ყელის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ასფალტზე იწვა, მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, დაშავებული ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ადამიანი ახლდა, რომლებიც სამართალდამცავებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.
http://www.newposts.ge/?l=G&id=132256-%E1%...%83%A0%E1%83%90