#49926960 · 14 Feb 2017, 04:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძლიან გთხოვთ ემოციურად არ აღიქვათ თუ რამე არ მოგეწონებათ. უბრალოდ მსჯელობისთვის ვაკეთებ ამას, არაფერს არ ვამტკიცებ და არავის ბრალს არ ვდებ. ინფორმაცია ბევრი არ არის (ერთი შეხედვით). არდა საკმარისია დასკვნების გასაკეთებლად. ჩამოვთვალოთ ის გარემოებები, რომლებსაც მტკიცება არ სჭირდება. ჩემი აზრით ყველაფერი ზემოდან დევს. დავიწყოთ:
ის გარემოებები, რომლებზეც არ ვიდავებთ და მივიღებთ, როგოც დადასტურებულს.
1. პატრიარქი მალე გარდაიცვლება. მალეში არ ვგულისხმობ დღეებს და თვეებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბევრ წელზე არ არის საუბარი (ღმერთმა გვაშოროს ეგ დღე); 2. საპატრიარქოში მიმდინარეობს "ბრძოლა ტახტისათვის“. რა თქმა უნდა არსებობს რამდენიმე კანდიდატურა. ასევე არსებობენ ამ კანდიდატურების მხარდამჭერი „მაღალჩინოსანი“ სასულიერო პირები. 3. საპატრიარქოში მძლავრობს პრორუსული ძალები. აქ შეიძლება შემედავოთ, რომ თითქოს ეს ასე არ არის. მაშინ ასე ჩამოვაყალიბოთ ეს გარემოება: საპატრიარქოში იმ ძალათა გავლენა, რომელიც ემხრობა რუსეთთან მეგობრობას დიდია. ამ ძლებს ჰყავთ თავისი კანდიდატი. 4. ასევე არსებობენ ის ძალებიც, რომლებიც არ არიან პრორუსუელბი. და მათაც ჰყავთ კანდიდიატი. 5. რუსეთი ცდილობს საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვის შენელებას. 6. რუსეთი არ ერიდება სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევისათვის გამოიყენოს სპეცსამსახურები. 7. არსებობს ვინმე შორენა, რომელიც არის პატრიარქის ახლო ნათესავი, მაგრამ არ გააჩნია მაღალი თანამდებობა. იგი არის პატრიარქის მდივან-რეფერენტი. ამ შემთხვეაში შეგვიძია ვიგულისხმოთ სხვა პირი ან პირები. ამ პირებს აერთიანებთ ის, რომ: ა) აქვთ გავლენა პატრიარქზე, და შესაბამისად საპატრიარქოში; ბ) არ აქვთ ძლიან მაღალი თანამდებობი, და მხოლოდ პატრიარქის ხათრით უნარჩუნებენ თავის გავლენას; გ) პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დაკარგავენ ყველაფერს. 8. შორენას დიდი გავლენა აქვს პატრიარქზე; 9. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ შორენა დაკარგავს გავლენას.
ეხლა ჩამოვთალოთ ის გარემოებები, რომლებზეც შეიძლება ვიდავოთ მაგრამ რომლთა დადასტურებაც შესაძლებელია სხვადსხვა გზებით.
1. საპატრიარქოში ბევრი "რუსეთის აგენტია"; ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, ვინ და როგორ აწარმოებს ამ „აგენტების“ ვერბოვკას. თუმცა ჩემთვის ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება და ბევრმა ავტორიტეტულმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეეცდება თვისი აგენტურის გზით ზეგავლენა მოახდინოს საქართველოში საზოგადოებრივი აზრზე. ეს დადასტურდა იმით, რომ სწორედ ამის მერე მღვდლების უმეტესმა ნაწილმა დაიწყო თვის გავლენის გამოყენება იმისათვის, რომ თავის მრევლში გაეძლიერებინა აზრი თითქოს დასავლეთისკენ სწრაფვა დამღუპველი საქართველოსათვის, ევროპა არის ცუდი, ნატო არის ცუდი და აშშ არის ცუდი. იმ დროს როცა რუსეთი კარგია. დარწმუნებული ვარ ეს თქვენც იგრძენით. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ საქართველოში დღეს-დღეისობით სულ არ არის ძნელი გახდე მღვდელი, მივიღებთ სიტუაციას, როცა საპატრიარქო და სამღვდელოება არის საუკეთესო საშუალება გავლენა მოახდინო საზოგადოებრივ აზრზე.
2. შორენა პატრიარქზე მისი დიდი გავლენის გამო პრაქტიკულად წარმართავს საპატრიარქოს საკადრო პოლიტიკას, რაც გამოიხატება მაღალი რანგის სასულიერო პირების კარიერული ზრდისას მის უშუალო ჩართულობაში. იგივე შეიძლება ითქვას საპატრიარქოს ქონების განაწილებაზეც.
3. რუსეთის სპეცსამსახურებს გავლენა აქვთ შორენაზე. რომ არ ვთქვათ, რომ პირდაპირ აკონტროლებენ და კარნახობენ ვინ წაწიოს წინ და ვისი კარიერული გზა პირიქით შეაფერხოს. ვფიქრობ, რომ სწორედაც, რომ შორენას გავლენის გამოყენებით საპატრიარქოში წინა პლანზე წამოიწივნენ „რუსეთუმე“ სასულიერო პირები. როგროც ვხედავთ დიდი ოდენობით და დიდი გავლენით.
დასკვნები და ჩემი ვერსია:
ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ იმ დაკავებულ სასულიერო პირს პატრიარქის მოწამვლა კი არ უნდოდა - არამედ მისი სავარაუდო შემცვლელი ძლიერი ფიგურის. არ ვიცით ვინ არის ეს ფიგურა, მარგამ ხელწერისა და შესრულების იდიოტიზმით ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, მისი მოშორება, სწორედაც, რომ რუსეთის სპეცსამსახურების იდეა უნდა იყოს.
ანუ არსებობს ძლიერი ფიგურა, რომლის მოშორებაც კანონიერი გზებით თითქმის შეუძლებელია და რაც მთავრია ეს ფიგურა არ აწყობს რუსეთს. რუსეთის სპეცსამსახურები თვისი ჩვეული ძღნერული ხერხებით შეეცადა გავლენა მოეპოვებინა საპატრიარქოში. იმედია, გამოძიება და ოცნება არ ჩაიკუკებს, არ მოერიდება რუსეთს, ღიად დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს და დამნაშავეები დაისჯებიან სამაგალითოდ და სრული სიმკაცრით.
ვსიო... THE END
This post has been edited by Olasi on 14 Feb 2017, 04:17
--------------------
სიმართლე სინათლესავითაა. ისე ვერ დამალავ, როგორც სინათლეს ვერ დამალავ სიბნელეში და რაც მთავარია, რაც უფრო მეტია სიბნელე - უფრო კარგად ჩანს.
|