#50051152 · 2 Mar 2017, 18:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდერ არ გადაიტანო საერთაშორისოში, რაც დღეს ხდება უკრაინაში დაახლოებით იგივე გამოვიარეთ ჩვენც 90იანებში და საინტერესო იქნება პარალელების გავლება და დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით
უკრაინაში მწვავდება დაძაბულობა დონბასის რეგიონთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტების ბლოკადის გარშემო. ბლოკადა, რომელსაც იანვრის ბოლოდან აწყობენ უკრაინელი აქტივისტები, ხელს უშლის კიევის სავაჭრო კავშირს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ რეგიონებთან. სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ 1 მარტიდან თავიანთ კონტროლს უქვემდებარებენ საწარმოებს, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენი ავაკოვმა გამოაცხადა, რომ კიევმა ბოლო უნდა მოუღოს ბლოკადას, თუნდაც საამისოდ ძალის გამოყენება დასჭირდეს. უკრაინელი აქტივისტები, მათ შორის ნაციონალისტი პარლამენტარები და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის ვეტერანები, მათივე განმარტებით, ბლოკადის მეშვეობით ხელს უშლიან „სისხლიან ვაჭრობას“ სეპარატისტებთან. ამასთან, ბლოკადა იწვევს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან სარკინიგზო მიმოსვლის თითქმის მთლიან პარალიზებას და უკრაინის მთავრობის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე ქვანახშირის ჩატანას, რაც მძიმე ზარალს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. შექმნილი პრობლემების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
This post has been edited by Georgian_90 on 2 Mar 2017, 18:30
--------------------
დაჯმიდის ბედღბალი (c) SCO
- თემურ, რა გამოსავალ ხედავ? როგორ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ეხა ამდენი, ყველა ერთად არი ვართ თითქმის შეკრებილები...
- ნუ ნუ ეხლა ამ იმას რა ქვია ამ რაც ეხლა ითქვა კარანტინი და იმაზე ამას აპირებ უეFა რო................
|