http://www.ipress.ge/new/60775-gvaramia-ch...obebze-pasukhadგვარამია ჩერგოლეიშვილს: არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე პასუხად!
ადმინისტრატორი
გვარამია ჩერგოლეიშვილს: არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე პასუხად! 14:35 | 13 თებერვალი, 2017
რუსთავი 2-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგზე "ტაბულას" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებამ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელში, თამარ ჩერგოლეიშვილის გვერდზე, მასსა და გვარამიას შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა:
ნიკა გვარამია: რამდენი ხნის ნაფიქრი (ნაბრაზი) სტატუსია ყველაზე მიუკერძოებელი მედიის დირექტორისგან. გმადლობთ, რომ ფიქრობთ ჩვენზე
თამარ ჩერგოლეიშვილი: რაში არ მეთანხმები?
ნიკა გვარამია: საკუთარ მედიასაც მიხედე, ჩვენზე ბრაზებს შორის შუალედში.
თამარ ჩერგოლეიშვილი: რატომღაც მგონია, რომ რაც მეტს დაწერ ახლა აქ, მეტი სისულელე გამოგივა.
1000 მდე დათვალე, დაბრუნდი და მერე დაწერე - რაში არ მეთანხმები. ან არადა თავს გაუფრთხილდი - არაა აუცილებელი თავის შერცხვენა უაზრო კომენტარებით.
ჩემი მედია თუ "ცუდია", ეგ არანაირ კავშირში არაა იმასთან, რაც აქ წერია.
ნიკა გვარამია: თამარა, სხვებს უტარე ფსიქოტრენინგები. არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე პასუხად.
თამარ ჩერგოლეიშვილი: კაი ნიკა, დაისვენე - არ ხარ ადეკვატური. არ შემოგყვები, რომ მერე სანანებელი არ გაგიხდეს. დიდი სტრესის ქვეშ ხარ და ანგარიშს გიწევ.
ნიკა გვარამია: დიდი მადლობა. დავასრულეთ
ცნობისათვის, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს დედაქალაქის მერზე, დავით ნარმანიაზე სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას კატასტროფულს უწოდებს.
მე ჩერგოს მხარეზე ვარ, გვარამია სირი და ღლეა.
ჩერგო მაგრად მევასება.
This post has been edited by bgmaster on 14 Feb 2017, 22:28
მიმაგრებული სურათი
ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა და ბატონი ტრამპი.
საჭიროა ევროპული აზროვნების დამკვიდრება დაჟე სადისტური მეთოდებით @ butkuj