#49932148 · 14 Feb 2017, 21:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ბლექ სი არენა ჯორჯია“ კონცერტების ჩატარებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის – 6,5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. შესაბამისი წერილით სახელმწიფო კომპანიის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, თუმცა წერილში თანხა დაკონკრეტებული არ არის.
„ღონისძიება გეგმად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტის „Check In Georgia“-ს მიმდინარე წელსაც გაგრძელებას, საქართველოში მსოფლოში აღიარებული ვარსკვლავური და ლეგენდად ქცეული მუსიკალური ჯგუფების, არტისტების, ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების ჩამოყვანას – კონცერტების და მუსიკალური ფესტივალების ჩატარებას“, – აღნიშნულია წერილში.
„ღონისძიებების ჩატარების სავარაუდო პერიოდი დაემთხვევა შავი ზღვის კურორტულ სეზონს გაზაფხულიდან ნოემბრის ბოლომდე“, – აცხადებენ „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ში. კომპანიას ასევე მითითებული აქვს, რომ ჰონორარისთვის [გადასახადების ჩათვლით] სჭირდებათ 4,5 მილიონი ლარი, ხოლო კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის – 2 მილიონი ლარი.
„იმის გათვალისწინებით, რომ არტისტების მიერ დაგეგმილია ევროპისა და მსოფლიო ტურნეები და შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ ჩაერევა ტურნეს კალენდარში და პირობებში, შესყიდვის სპეციფიკიდან და სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული კონცერტების ჩატარება/ორგანიზება, აღნიშნული შესყიდვა არ არის დაგეგმვადი“, – აღნიშნულია შესყიდვების ვებგვერდზე.
წყარო:ნეტგაზეთი
|