მოკლედ, აქ რამდენიმე იუზერმა ლამის აბუჩად აიგდო ჩემი და რამდენიმე ფორუმელიც შეგონება, რომ კუმურდოში წასასვლელად მაინცდამაინც კარგი დრო არ არის. ამიტომ იძულებული ვარ პუნქტობრივად განვმარტო ყველაფერი. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და განპირობებულია საქართველოს უახლესი ისტორიის ცოდნით.
1. ამოსავალი სიტუაცია
გვაქვს მთელი რეგიონი, რომელიც წლების განმავლობაში აბსოლუტურად უგულებელყოფილი გახლდათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ეს ფეხზედაკიდება ორმხივი იყო.
- ჯავახეთის სომხები არ თვლიდნენ თავს საქართველოს მოქალაქეებად,
- არ იცოდნენ ქართული,
- არ აინტერესებდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენები.
ისინი:
- მტრულად უყურებენ ყველაფერ ქართულს,
- ქონდათ აშკარა მისწრაფებები სეპარატიზმისკენ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება:
- პასუხისმგებლობას იხსნიდა ჯავახეთში თავისი უშუალო მოვალეობის შესრულებაზე.
ეს სიტუაცია გრძელდებოდა თხუთმეტი წელი. სანამ თანდათანობითი ძვრა არ დაიწყო:
- ახალქალაქიდან გავიდა რუსული ბაზა,რომელიც რეგიონის ფინანსურ, იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ჭიპლარს წარმოადგენდა.
- დაიწყო გზების და ინფრასტრუქტურის ინტენსიური მშენებლობა,
- დაიწყო ამ რეგიონში საქართველოს სახელმწიფოს თანდათანობითი შესვლა,
- დაიწყო სხვადასხა, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამები. იქაურებიც მტკივნეულად, მაგრამ ნელ-ნელა მაინც ითავისებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან.
- რეგიონის უდიდეს ნაწილში მუშაობს პოლიცია, მოქმედებს საბანკო სისტემა (, ცხვება პური

).
- ხდება სეპარატისტი ყოჩების იზოლაცია და სეპარატისტული დვიჟენიის უსაფრთხო კალაპოტში მოქცევა. (გაიხსენეთ ჩალახიანის საქმე).
2. მოქმედების ქრონიკი
ერთ-ერთი რადიკალი არმენოფობი თანაფორუმელი იყო კუმურდოში, რომელიც ასევე ჯავახეთის ჩეჩნეთად არის ცნობილი. მოუვიდა შელაპარაკება იქაური ნახევრადცივილიზებული ტომის წარმომადგენელთან, რითაც ის უკიდურესად შეურაცხყოფილი დარჩა. დაბრუნდა თბილისში და გახსნა თემა...
ფორუმი ავარდა!
კუმურდო უმეტესობას მწვანილიანი კერძის ნაირსახეობა რომ ეგონა აქამდე , უცებ ცხოვრების პრიორიტეტი გახდა. გაისმა აქციის მთავარი ფრაზა -- რას ქვია!
- რას ქვია იქ ვერ შევდივარ წყნარად, სადაც მინდა?!
- რას ქვია იმათ ეკლესია სომხური გონიათ?!
- რას ქვია კუმურდოელებთან მიმართებაში დელიკატური არ უნდა ვიყო?
- რას ქვია იქ საქართველოს დროშებით და მერაბ სეფაშვილის მუსიკით თუ არ მივედი?!
და მთავარი დასკვა -- წეეთრიონ თავის სევანზე, თუ არა და ამოსაწყვეტები არიან!!
მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ახლა წამსვლელთა უმეტესობამაც არ იცის ზუსტად, თუ რისთვის მიდის, პრინციპის გულისთვის თუ კუმურდოს ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე ამოტვიფრული წარწერის გასაშიფრად.
ამ დროს:
3. ბოლო დროს ჩამოყალიბებული ფონი
დრო ჩვენზე მუშაობს, საქართველოზე!
იგივე კუმურდოში ადრინდელი 15 საათის ნაცვლად 2 საათი უნდა გზას.
ნელ-ნელა სომხების დაინტერესება იგრძნობა იქ ჩამოსულ ხალხში. რა რა და მერკანტილურ ამბებში სომეხს ბადალი არ ყავს.
საერთო განწობილება არმენულ სამყაროში საქართველოსადმი პროგრესულად დადებითია. ცალკეულ გამოხდომებს თუ არ ჩავთვლით. ეს ეხება როგორც სომხეთს, ისე ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას. რაღა შორს წავიდეთ, ევროვიზიის უკანასკნელი წლების შედეგების გაიხსენეთ! სულ უფრო მეტი ტურისტი მოდის აქ და მათი გამოხმაურებები წლიდან წლამდე უფრო პოზიტიური ხდება!
ამ ყველაფრის ფონზე, ჭკვიანური და არააჟიტირებული მოქმედების შემთხვევაში ორიოდ წელში თავად კუმურდოელები იქნებიან დაინტერესებული ჩვენი იქ ჩასვლით. დადგამენ იქ ლავკებს და ჩამსვლელებს სუჯუქს და გარგარის ჯემს მოგვყიდიან.
ოღონდ არ არის საჭირო დატაკება შუბლით. კუმურდოელს მაინცდამაინც იმაში არ უნდა შეეჯიბრო, რაშიც გაჯობებს. თან მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც გარეგინის ვიზიტის შედეგად ვითარება ოდნავ დაიძაბა!
ამ დროს არავინ შეეცადა იმაზე ემსჯელა, თუ რისი გაკეთება არის საჭირო, რომ ცნობილ თემაში აღწერილი მოვლენები არ განმეორდეს.
4. დასკვნა
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფორუმელ ექსკურსანტებს კუმურდოში რაღაც განსაკუთრებული შეემთვევათ. ალბათ გამოჩნდებიან იგივე ტიპები და გაატრაკებენ, რის შედეგადაც ვითარება დაიძაბება. მაგრამ მერე ფორუმელები (როგორც გონიერი მხარე) სიტუაციას განმუხტავს და იქაურობას გაერიდება.
დაბრუნდებიან ფორუმელები თბილისში და რაღაც პონტში გმირებიც იქნებიან. ყოველგვარი ირონიის გარეშე -- არ დაიზარეს, ფულიც დადეს, დროც გამოყვეს და საფრთხეების მიუხედავად იქ წავიდნენ, სადაც ბევრი ვერ გაბედავს და სადაც პოტენციური შარია.
მაგრამ, ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ეს არის:
- იმპულსური, გაუაზრებელი მოქმედება სერიიდან "ვისაა ბიჭო!"
- პროვოკაციული ქმედება, რადგან არსებობს რისკები, იქ ამან ვერ მოუთმინა, ხელი გაარტყა, მერე ტელევიზიები ჩაერთო, მერე კომენტარები, შეკრებები, არმენოფობული შეძახილები აქ, ხურდის დაბრუნება სომხეთში და სიტუაციის უკისურესად გამწვავება. ჯამში კი მორიგი ქვეყანა, რომელიც ნეიტრალურის ნაცვლად მტერი გახდება!
---
ვინც არ დაიზარა, და ეს ყველაფერი წაიკითხა, მიპახუხოს ამ კითხვაზე:
ა) კუმურდოში წასვლა არანაირ საფრთხესთან და რისკებთან არ არის დაკავშირებული!
ბ) კუმურდოში წასვლა რისკია, რომელმაც სიტუაცია შეიძლება არიოს კიდეც, მაგრამ მიღირს!
This post has been edited by მიხეილ რძე on 24 Jun 2011, 05:20