საერთოდ ამ განყოფილებაში თემას პირველად ვხსნი....
ნუ ყველას ჰქონია ალბათ შემთხვევა, როცა გოგო ბიჭს მოსწონს და პირიქით და საპირისპირო სქესი კიდევ ნამიოკებს ურტყავს, მაგრამ ერთხელაც მის გასაგონად ამბობს, რომ სამი წელია შეყვარებული ჰყავს...
თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით...
ახლა დავიწყებ ჩემი სიტყუაციის მოყოლას...
ე.ი. ერთ-ერთ უნივერსიტეტში დავდივარ მოსამზადებელ კურსებზე...
ე.ი. ერთი გოგო მომწონს ძალიან....
ნუ ჯერ მისი მხრიდან ვიგრძენი სიმპათია და მეც მერე მომეწონა...
ნუ ჩემგან სიამოვნებს ყურადღება...
ლექციები, რომ მთავრდება ერთად გამოვდივართ მე და ეს გოგო უნივერსიტეტიდან...
რამდენიმე დღის წინ ლექციები, რომ დაგვიმთავრდა სამნი დავრჩით ლექციების შემდეგ და მაქდონალდთან, რომ მივედით ორივეს შევთავაზე ნაყინზე დაპატიჟება....
ნუ სამივემ ნაყინი ვჭამეთ ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ...
იმ გოგომ, რომელიც მომწონს ჩამოაგდო სიყვარულის თემა...
ჯერ მე მკითხა ვინმე მოგწონს შენს უნივერსიტეტშიო....
მე ვუარყავი რა თქმა უნდა, დღესდღეობით არავინ მომწონს მეთქი...
და ორივემ ერთმეთს გადახედეს და გაიცინეს...
შემდეგ უფრო სერიოზულად წავიდა საუბარი...
ნუ კონკრეტულად სიყვარულის თემაზე...
შემდეგ ამ გოგომ თქვა სამი წელია შეყვარებული მყავსო და ცივმა ოფლმაც დამასხა
რამის თაბრუ დამეხვა

ნუ რომ ვკითხე ეს ბიჭი საიდან გაიცანი ასე გვითხრა, ამ ბიჭის და და ჩემი და დაქალები იყვნენო...
კითხვა გამიჩნდა მაშინვე, რატომ არ არიან ახლა დაქალები? რამე უთანხმოება მოხდა ამ ბიჭსა და გოგოს შორის და დაქალებიც დაშორდნენ?
ნუ ლოგიკურია ჩემი აზრით...
გარდა ამისა, ამ გოგოს ფეისბუქზე უდევს ერთი სურათი, რომელიც არის გადაგრებული ქორწილში...
ეს სურათი არის დადებული ოქტომბერში...
ამ სურათში პატარძალი ისვრის თაიგულს (ხომ ხვდებით ახლა რა პონტიცაა?

)
ნუ ბოლოს ვიღაც ბიჭმა დაიჭირა ეს და ვირაც გოგო წერს ეს ცოლის მომყავნი არაა და ახლა ნინომ (ნუ ეს მე შევარქვი ახლა

სულ სხვა სახელი ჰქვია სინამდვილეში) უნდა გვაქეიფოს მალეო...
რაღაც კითხვა გამიჩნდა აქამდე ქორწილი რატომ არ შედგა, თუ ქეიფის პონტი იყო? გარდა ამისა, როცა ამ ბიჭზე დაიწყო საუბარი ცოტა ხასიათი შეეცვალა და ცდილობდა მალე დაემტავრებინა ამაზე საუბარი...
ისიც უნდა გასათვალისწინებელია, რომ ეს გოგო არის ჰოროსკოპით ვერძი და მე თვზები...
თურმე ვერძებს თევზებთან ურთიერთობა სიამოვნებთ და ძალიან ბევრ რამეს საერთოს პოულობენ...
მგზავრობის დროს თითქმის სალაპარაკო თემა არ გველევა...
ზოგჯერ ეს გოგო ლექციაზე ცდილობს უმიზეზოდ დამელაპარაკოს...
მაგ: რამდენი აიღე თემაში? ნუ პირადულზე თითქმის ჯერ არც გვისაუბრია, მაგრამ ხშირად მეკითხება მაგ: ჩემი ჰობი რა არის, მომავალზე და ა.შ.
ახლა მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით ამ გოგომ მოიტყუა, თუ მართლა ჰყავს შეყვარებული? იქნება ჩემი რეაქცია აინტერესებდა?
ახლა აქ არ დაიწყოთ არასერიოზული პოსტების წერა, თორემ შეიძლება ვინმე შემომეგინოს
თემა არ გააოფოთ