შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია არაბულ ქვეყნებთან ერთად სამხედრო ალიანსის შექმნაზე მსჯელობს, ინფორმაციას The Wall Street Journal ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამთავრობო წრეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ალიანსი ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მასში საუდის არაბეთი, ეგვიპტე და იორდანია გაწევრიანდებიან. როგორც გამოცემის მომზადებულ მასალაშია აღნიშნული, ანტიირანული კავშირი დაახლოებით NATO-ს ანალოგი იქნება. ახალი ალიანსის პროექტი დამუშავების პროცესშია.
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას და ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ირანის მიმართ კრიტიკული განცხადებები არაერთხელ გააკეთა. თეთრი სახლის ლიდერმა პრეზიდენტ ჰასან როუჰანის სიფრთხილისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ უნდა მიეცეს. რამდენიმე დღის წინ კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში ირანს ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.
https://imedinews.ge/ge/msoflio/4974/ashshi...aliansi-iqmnebahttps://www.wsj.com/articles/u-s-middle-eas...tion-1487154600