#49955244 · 17 Feb 2017, 21:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ იურისტებო! მაინტერესებს, ვალდებულია თუ არა სატვირთო ტერმინალი,სადაც თუნდაც შემთხვევით მოხვდა ამანათი(განსაბაჟებელი) გამოგზავნილი ევროპიდან, მწარმოებელი ფირმისგან, რომელსაც ყუთზე აწერია მიმღები ფიზიკური პირის სახელი და გვარი, აწერია ზუსტი მისამართი, ტელეფონის ნომრები და ემაილ მისამართი, რომ შეატყობინოს ადრესატს ამანათის ტერმინალში მისვლა. თუ უფრო სწორია ის , რომ მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა ეს დამოკიდებული და ერთი თვის თავზე, როცა ძლივს- ძლივობით მივაგენი ამანთის ადგილმდებარეობას , ტერმინალში მიწერენ ამანათის( ტვირთის) გაჩერებისთვის ჯარიმას და მეუბნებიან, რომ მხოლოხ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული შემატყობინებენ თუ არა ამანათის მათ ტერმინალში მისვლას. რადგან მათ არ მოინდომეს და არ გამოიჩინეს ჩემს მიმართ ეს "კეთილი ნება" იძულებული გავხდი გადამეხადა ჯარიმა კუთვნილი ამანათის მისაღებად.
|