იმის გამო, რომ ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ უკავია, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა დავსვათ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ეს ბინძური დავალება შეასრულა, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ დღეს, თანაფრაქციელებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკოსის გამოხმაურებას ელოდებიან.
”სამწუხაროდ, წლებია ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის გუნდიდან სპეკულაციას რწმენის, ეკლესიის თემაზე, ძირითადად შავრაზმული მიმართულებით. წლებია, ჩვენ ვხედავთ აბსურდულ, უტიფარ ტყუილებს, გრანდიოზულ ტყუილებს, მაგრამ ამ სამარცხვინო ეპიზოდით ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ მთავარ პროკურორს არც ერთი გადაწყვეტილება და არც ერთი არსებითი განცხადებაც კი არ ექნება გაკეთებული საკუთარი გადაწყვეტილებით. ვიცით ამ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, მაგრამ, იმის გამო, რომ ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ უკავია, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა დავსვათ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ეს ბინძური დავალება შეასრულა, შეასრულა უტიფრად, ცინიკურად და დღემდე აგრძელებს საზოგადოებისთვის მორალის კითხვას.
ეს იქნება ტესტი ყველა პოლიტიკოსისთვის, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყოს ის, დააფიქსირებს თუ არა ის პოზიციას ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ეხება საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისთვის ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ორგანიზაციას. სწორედ ამიტომ, თუკი დღესაც კი ამ ადამიანებმა ვერ გაბედეს ამ პრინციპულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება, ეს იქნება პოლიტიკური განაჩენი თითოული მათგანისთვის. ზოგადად ასეთ შემთხვევებში, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ხელისუფლების ასეთი სამარცხვინო საქციელი, ამას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ ველით ყველა პოლიტიკოსისგან გამოხმაურებას ამ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...di-mokhsna.htmlეს ისე, ბონუსად
გიგა ბოკერია დაკავებული დეკანოზის საქმეზე - ამ სამარცხვინო ეპიზოდით ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნაპს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული აზრთა თანხვედრაა ჩემს და ბოკერიას შორის, მაინც....