26 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან მოიპარეს:
"-რა ინფორმაციას ფლობთ, წინა ხელისუფლების პირობებში, თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია „საქართველოს" დაფინანსების თაობაზე?
-ტელეკომპანია „საქართველოს" საქმიანობის თაობაზე თინა ხიდაშელის დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა; დასკვნა კონტროლის პალატასაც აქვს მომზადებული. წინა ხელისუფლების პირობებში, თავდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახური არცერთხელ არ შესულა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი, ლაშა თორდიას უწყებამ როგორც ძველი, ასევე ახალი პერიოდი შეისწავლა.
საუბარია „ტვ 33"-თან დადებულ ხელშეკრულებებზე, რომელიც მოგვიანებით „საქართველო" გახდა. თავდაცვის სამინისტრო „ტვ 33"-ს ფულს ისე უხდიდა, რომ ის არ არსებობდა და ეთერში არ გადიოდა. ფაქტობრივად, თავდაცვის უწყება ამ ტელევიზიას სარეკლამო დროში იმ თანხას უხდიდა, რომელსაც რეიტინგული ტელევიზიები იღებდნენ. ამასთანავე, მოგვიანებით, თავდაცვის უწყება ამ ტელევიზიას რეკლამაში იმაზე მეტ ფულს უხდიდა, ვიდრე რომელიმე სხვა რეიტინგულ ტელეკომპანიას. საბოლოო ჯამში, ამ ტელეკომპანიამ თავდაცვის სამინისტროსგან 26 მილიონ 800 ათასი ლარი მიიღო.
-აღნიშნული თანხა „საქართველომ" როგორ განკარგა?
-რამდენიმე ტიპის დარღვევა იკვეთება - 23-საათიანი რეკლამა გაგიგიათ? ამ სქემაში კერძო ინტერესი ჩანს. წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს პარლამენტმა არარეიტინგული ტელევიზიისგან 23-საათიანი საეთერო დრო იყიდოს? - საუბარი მილიონებზეა. მოგვიანებით, „საქართველომ" „რუსთავი 2"-სგან ტექნიკა შეიძინა. პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ თავდაცვის სამინისტრო „რუსთავი 2"-ს აფინანსებდა, მაგრამ კომბინაციას ხომ ხვდებით? - 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „საქართველო" ამ ქონებით „რუსთავი 2"-ში შევიდა, 51-პროცენტიანი წილი მიიღო და შემდეგ მაუწყებლობა გააუქმა."
http://reportiori.ge/old/aww.ge/tb24.ge?me...id=75841&lang=1