Dark_Angell
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 32080
წევრი No.: 5829
რეგისტრ.: 29-July 04
|
#42248365 · 15 Sep 2014, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, ეგრეთ წოდებულ „ბელი ლებედის“ ციხეში ქართველი პატიმარი, 37 წლის პაატა გვასალია ძალიან მკაცრ სასჯელს, სამუდამო პატიმრობას იხდის. სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც დააპატიმრეს ცნობილი ქართველი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ძალიან გახმაურებულ და სკანდალურად ითვლება – 2003 წლის 11 აპრილს, პეტროპავლოვსკში კამჩატკაზე დაიწვა კაზინო „პალადა“, ხანძრის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. რუსეთის სამართალდამცველებმა ამ საქმეში ეჭვმიტანილად პაატა გვასალია ცნეს, თუმცა საქმეში დღემდე არსებობს უამრავი უპასუხო კითხვა, რაც პაატას დაკავებისას გაჩნდა. დაკავებული ქართველი მოკრივის ახლობლები დღემდე ამტკიცებენ, რომ პაატა უდანაშაულოა და ის მძიმე სასჯელისთვის სხვადასხვა ბიზნესჯგუფების ინტერესებს შეეწირა. იგივეს აცხადებდნენ სასამართლო პროცესზე კაზინოში დამწვარი ადამიანების ჭირისუფლები. ამის მიუხედავად, უკვე წლებია, რაც ცნობილი მოკრივე მძიმე სასჯელს ყველაზე სასტიკ დამნაშავეებთან ერთად იხდის. დაახლოებით, ერთი წლის წინ, საქმეში გაჩნდა ახალი გარემოებები, რის გამოც რუსეთის პროკურატურამ პაატა გვასალიას საქმის გადახედვა დაიწყო, ამას დაერთო მსოფლიოს ცნობილი სპორტსმენების შუამდგომლობებიც, რომლებიც ქართველი მოკრივის გამართლებას ითხოვენ.
ჩვენ პაატა გვასალიას მწვრთნელს – დათო ქავთარაძეს და მის ძმას – კახა გვასალიას დავუკავშირდით და მათი დახმარებით ამ სკანდალური საქმის და რუსეთის ყველაზე სასტიკ ციხეში გამომწყვდეული ქართველი პატიმრის ისტორიის გახსენებას შევეცადეთ.
დათო ქავთარაძე: პაატას სპორტული კარიერა ფოთში დაიწყო და პირველ წარმატებებს იქ მიაღწია. 15 წლის იყო, როდესაც მამამისმა – იური გვასალიამ თბილისში ჩამოიყვანა. ფიზიკურად ძალიან სუსტი ბიჭი იყო, მაგრამ დიდი სპორტული მონაცემები ჰქონდა. თვისებებითაც გამორჩეული იყო, ისეთი კეთილი და სათნო ხასიათი ჰქონდა, რომ თავიდანვე შემიყვარდა. იმ პერიოდში საკავშირო პირველობაზე გამოვდიოდით, მოვამზადეთ პაატა ამ ასპარეზობისთვის. ოლიმპიური რეზერვების სპორტსკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ასე დაიწყო მისი გზა დიდ სპორტში, მისი პირველი ნაბიჯები საქართველოსთან არის დაკავშირებული. პაატა რამდენჯერმე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. 1990 წელს პაატამ პირველი ადგილი მოიპოვა ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონი გახდა.
– სპორტული მონაცემებით გამოირჩეოდა?
– კი, პაატას ჰქონდა თავისი ხელწერა. ის იყო ტექნიკური მოკრივე, ფაქტობრივად არ იღებდა დარტყმებს. ყველა დარტყმას იცილებდა თავიდან. მისი ბრძოლა დადგმულ დრამას ჰგავდა, რომლის ყურებაც გულშემატკივრისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. პაატა ძალიან ბევრ, პრესტიჟულ ჩემპიონატზე აღიარეს საუკეთესო ტექნიკურ მოკრივედ. მე მახსოვს, ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონატზე, სანამ იტალიელ მოკრივეს შეხვდებოდა, მითხრა: დათო მასწ, მაგან არ იცის, ვინ არის პაატა მეგრელიანოო... როცა იტალიელს უტევდა, მისი სეკუნდანტი, სულ „ოი“, „ოის“ გაიძახოდა. მერე ნახევარფინალში შეხვდა ბულგარელ ტორჩევს, რომელსაც პაატაზე მეტი სპორტული გამოცდილება ჰქონდა. როგორც სპორტსმენი, პაატა უიღბლო აღმოჩნდა, ზოგიერთი მოკრივე გამარჯვებას იოლად აღწევს და ფინალისკენაც გზას ადვილად იკაფავს. პაატას ყველა შეჯიბრებაზე საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგის დამარცხება უწევდა ხოლმე და იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც გამოდიოდა, ყოველთვის ძლიერი კონკურენტები ჰყავდა. ამას გარდა, მას ხშირად ტრავმებით უწევდა რინგზე გამოსვლა. მე მახსოვს, ის საშინლად ტრავმირებული გამოვიდა თურქეთსა და ფინეთში. ტკივილს ძლივს ვუჩერებდით. მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი ბრძოლა ჩაატარა მოტეხილი ხელით და მეხუთე ბრძოლა მინიმალური სხვაობით წააგო. ამის შემდეგ მან გაიკეთა ხელის მტევნის ოპერაცია, ძვლის მაგივრად პლასტმასი ჩაუსვეს. ამან დიდი გავლენა მოახდინა პაატას სპორტულ კარიერაზე, მან საკმაოდ ადრეულ ასაკში დაასრულა აქტიური სპორტული ცხოვრება.
– რატომ გადავიდა პაატა გვასალია რუსეთში?
– პაატა 90-იან წლებში წავიდა რუსეთში. იმ პერიოდში საქართველოში ისეთი რთული სიტუაცია იყო, სპორტისთვის ვის ეცალა! მე დავუკავშირდი ნიკოლოზ ხრომოვს, რომელიც დღესაც რუსეთის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელია. მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები. ნიკოლოზ ხრომოვს ძალიან მოეწონა პაატა. ავარჯიშებდა. პაატას რუსეთის ნაკრებში მოსახვედრად ყველა საფეხურის თავიდან გავლა მოუწია, თუმცა უკვე ევროპის ჩემპიონი იყო. რამდენიმე თვეში ის გახდა მოსკოვის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონი და მსოფლიოს კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი – ეს ტიტული კრივში ძალიან პრესტიჟულად ითვლება. მას მიანიჭეს რუსეთის დამსახურებული სპორტის ოსტატის წოდება. ამის შემდეგ პაატა რუსეთში ძალიან პოპულარული სპორტსმენი გახდა – იყო რუსეთის ნაკრების პირველი ნომერი და კაპიტანი. მას შემდეგ, რაც პაატა სპორტს ჩამოშორდა, ბიზნესში ჩაერთო. მე ის ბოლოს ვნუკოვოს აეროპორტში ვნახე. მე კუბიდან მოვფრინავდი და შემთხვევით შევხვდი. პაატამ ყველას გააცნო ჩემი თავი ეს ჩემი მწვრთნელიაო, და სანამ ტრაპამდე არ მიმაცილა, თავი არ დამანება. ის ძალიან კეთილი ადამიანია, გამორჩეული საოცარი იუმორით, ჰუმანური თვისებებით და ძალიან საწყენია, რომ რუსეთში მას ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენას აბრალებენ.
კახა გვასალია: სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, პაატა ბიზნესში ჩაერთო. ის ჯერ მოსკოვში საქმიანობდა, შემდეგ სამხრეთ რუსეთში – კრასნოდარის ოლქში ხორბლის და მზესუმზირის ბიზნესში იყო ჩართული. მას მეგობრული კავშირები ჰქონდა კამჩატკელებთან, რომლებიც აქტიურ სპორტში ყოფნისას გაიცნო. პეტროპავლოვსკში ჩატარდა ტურნირი, სადაც პაატაც იყო მიწვეული. მან მოიგო ის ტურნირი და დაუმეგობრდა ორგანიზატორებს. კამჩატკელები კრასნოდარში დაუკავშირდნენ პაატას და იმ ხალხთან დაკავშირება სთხოვეს, ვინც გემთმშენებელი ქარხნიდან მათ გემების შესყიდვაში დაეხმარებოდა. აქედან დაიწყო პაატასა და კამჩატკელების საქმიანი კავშირი და პაატა შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე გადავიდა. თუმცა, იქ საცხოვრებლად დარჩენას არ აპირებდა. ბიზნესმენთა იმ ჯგუფში, რომელთანაც პაატა იყო დაკავშირებული, იყვნენ რუსები, კორეელები, უკრაინელები. მათ პეტროპავლოვსკში კამჩატკაზე ჰქონდათ სასტუმროების, რესტორნების ქსელი და კაზინო. მათ ვერ გადაუხადეს პაატას ის თანხა, რაზედაც გარიგებულები იყვნენ და დროებით ის კაზინოში დაასაქმეს. მას კაზინოში წესრიგის დამყარება ევალებოდა. პაატამ პეტროპავლოვსკში კამჩატკაზე საცხოვრებლად გადაიყვანა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილიც. კაზინო „პალადა“, რომლის დაწვასაც პაატას აბრალებენ, კონკურენტ კაზინოდ არ ითვლებოდა. „პალადა“ უფრო პატარა იყო, ვიდრე ის კაზინო, სადაც პაატა მუშაობდა.
– რა მოხდა კაზინო „პალადაში“ 2003 წლის 11 აპრილს?
– გვიან ღამით, როდესაც კაზინოში ბევრი ხალხი არ იყო, კაზინოს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სავენტილაციო სისტემაში დიზელის საწვავის ჩასხმის შედეგად. ცეცხლიდან თავის დაღწევა ბევრმა ვერ შეძლო, სამწუხაროდ, ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის დაიწვა ახალგაზრდა მოლარე, რომელიც გარედან დაკეტილ სალაროში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, კაზინოს კარი უცბად არ გახსნეს, რომ ხალხს ფული არ გაეტანა. ამის გამო ხალხმა კაზინოდან გასვლა ვერ შეძლო.
– რატომ დაბრალდა ეს სასტიკი დანაშაული თქვენს ძმას?
– ეს შეკითხვა ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია. თუმცა, მაქვს ჩემი ვერსიები. პაატა ფიქრობს და ასე წერს კიდეც იმ წერილში, რომელიც მან რუსეთში ერთ-ერთ ცნობილ გამოცემას გაუგზავნა. არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც არ აწყობდათ, პაატა იქაურ ბიზნესში ჩართულიყო. პაატა კაზინოს დაწვიდან ორი თვის შემდეგ დააკავეს. ის საქართველოში იყო ჩამოსული დედის წლისთავზე, როგორც კი პეტროპავლოვსკში კამჩატკაზე ჩავიდა, მაშინვე დაიჭირეს. საქმის მასალებით, ცნობილი სპორტსმენი გახდა სათამაშო ბიზნესში ჩართული ადამიანების შეკვეთის შემსრულებელი, კონკურენტი კაზინოს თავიდან მოსაცილებლად. თუმცა, ამ საქმეზე პაატას გარდა, მხოლოდ ერთი ადამიანი, მანქანების ხელოსანი პეტროსოვია დაკავებული. მასთან პაატამ მხოლოდ ერთხელ გააკეთა მანქანა. სწორედ პეტროსოვის ავტომანქანა დაფიქსირდა კაზინო „პალადთან“ იმ ღამეს, როცა კაზინო დაწვეს. თავიდან პეტროსოვმა განაცხადა, რომ მანქანა მოპარეს, თუმცა როგორც მერე გაირკვა, მან იმ ღამეს თავისი მანქანა ადგილობრივ მცხოვრებლებს ათხოვა. პეტროსოვს სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეკერილი ამბავია მოკლედ.
დათო ქავთარაძეს ვიცნობ ისე, ძალიან პატიოსანი და კარგი ადამიანია.
--------------------
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.
|