"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებისთვის ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საადვოკატო მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ გვარამიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"საკუთარი დუმილით დეკანოზ მამალაძის ადვოკატები უხეშად არღვევენ მის უფლებებს. რაზეც არ უნდა ჰქონდეთ ხელი მოწერილი, უკანონოა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას არღვევს. დეკანოზის ოჯახს მივმართავ - მე ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო (ანუ, მათ შორის, სისხლის სამართლის) სპეციალიზაციით. მზად ვარ, უსასყიდლოდ დავიცვა დეკანოზის უფლებები და უკანონო გაფრთხილებების მიუხედავად, საკუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით, გავასაჯაროო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც ლეგიტიმური საჯარო ინტერესია და რომლის გასაჯაროებაც დეკანოზის ინტერესებშია. დამიკავშირდით", - წერს გვარამია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 13 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ საქმის დეტალებზე მხოლოდ იმიტომ ვერ საუბრობს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული. ადვოკატმა გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურას 14 თებერვალს მიმართა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. დეკანოზის დაცვის საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ერთვება.
http://imedinews.ge/ge/saqartvelo/5218/gva...tobas-stavazobsროგორ ფიქრობთ, წაადგება საქმეს?
ჩემი მოკრძალებული აზრით ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ქოცნი და ნაცნიც უნდა ჩამოშორდნენ და განზე დადგნენ