4 წლის შემდეგ საქართველოს საკუთარი, იაფი ბენზინი ექნება
"ფაზის ოილმა" უნდა შეძლოს ის, რაც აზერბაიჯანელებმა, ყაზახებმა და ირანელებმა ვერ მოახერხეს
2020 წელს საქართველოს საკუთარი, შედარებით იაფი ბენზინი ექნება. მთლიანად შეიცვლება სანავთობო ბაზარზე თამაშის წესები, ვინაიდან ქვეყანაში მსხვილი ნავთობსაწარმო გაჩნდება.
მთავარია, მთავრობის გეგმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ახლა მაინც შესრულდეს. ყაზახების, ირანელებისა და აზერბაიჯანელების შემდეგ, ამჯერად შავიზღვისპირეთში ქარხნის მშენებლობა შვეიცარიაში რეგისტრირებულმა კომპანიამ იტვირთა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში „თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი“, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს. იგი მსუბუქი და საშუალო დისტილატებისა და სხვა ნავთობპროდუქების წარმოებასთან ერთად, 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
საწარმოს ინვენსტორია შპს „ფაზის ოილი“, რომლითაც სახელმწიფომ „სოკარ ჯორჯია ინვესტმენტი“ ჩაანაცვლა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არსებობა დიდად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებელი ნავთობრესურსი გაუჩნდება.
„ერთია, ის რომ შემოვა ინვესტიციები; მეორე – ქვეყანას გაუჩნდება შედარებით იაფი ნავთობპროდუქტების წყარო, ვინაიდან ტრანსპორტირების კომპონენტი ამოვარდება. გარდა ამისა, თუკი პროექტი მართლაც განხორციელდა, სრულიად შეიცვლება სანავთობო ბაზრის თამაშის წესები, ვინაიდან ბაზარზე გაჩნდება ერთი მსხვილი მოთამაშე, შედარებით იაფი პროდუქტით და საშიშროება გაჩნდება იმისა, რომ სხვა იმპორტიორები არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.
წყარო: რეზონანსი
https://www.facebook.com/TheResonanceDailyბიზნესის გათავისუფლება უკვე იწყებს კეთილი ნაყოფის მოტანას,
დიქტატურისა და ავტორიტარიზმის მოტრფიალეებს კოვზი მიშას ძღნერში ჩოუვარდებათ.
This post has been edited by bgmaster on 25 May 2016, 17:46
ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა და ბატონი ტრამპი.
საჭიროა ევროპული აზროვნების დამკვიდრება დაჟე სადისტური მეთოდებით @ butkuj