აეროპონიკა - ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგია, რომელიც ჰიდროპონიკას ენათესავება.
აეროპონიკის სისტემა შედგება დახურული რეზერვუარისგან, წყლის ტუმბოსგან, მილებისგან, გამფრქვევებისგან და მცენარის ფესვის მოთავსების დახურული კამერებისგან.
რეზერვუარში წყალთან ერთად იხსნება საკვები ნივთიერებები, რომლებიც ტუმბოს მეშვეობით მიეწოდება მცენარის ფესვებს. მცენარის ფესვები ჰაერშია გამოკიდებული და არ დევს წყალში.
წყლის და საკვები ნივთიერებების რეგულარული მიწოდება, ასევე ფესვების მუდმივი აერაცია მნიშვნელოვნად აჩქარებს მცენარის ზრდის ციკლს.
აეროპონიკის ტექნოლოგიით წელიწადში ათჯერ და ზოგჯერ მეტადაც კი შეიძლება მოსავლის მიღება.

ჰიდროპონიკაზე ვიცოდი. აეროპონიკა დღეს აღმოვაჩინე. კომერციული აეროპონიკული სისტემები ბევრი ვერ ვნახე ინტერნეტში. თუმცა რაც არის, ძალიან ძვირი გამოდის

ასე მაგალითად, 60 მცენარის ტევადობის პორტატული სისტემა $1000-ზე მეტი ღირს მწარმოებელთან, ისიც უცხოეთში. ჩვენთან ჩამოტანა და განბაჟება გაცილებით უფრო ძვირი დაჯდება.
შესაძლებელია ამ სისტემის ხელით აწყობაც, თუმცა მე პირადად ვერ ვერკვევი ტუმბოებში და გამფრქვევებში და ვერაფერს დავწერ.
თუ ვინმეს გაქვთ აეროპონიკის მუშაობის გამოცდილება, გაგვიზიარეთ.