მართალია, ცოტა კი მეზარება წერა, მარა მაინც დავხარჯავ რამდენიმე წუთს, რომ განმარტება გავაკეთო იმ თემაზე, რომელზეც ბევრი კამათი და გაუგებრობაა ჩვენს დროში.
აი ხშირად ისმის ხოლმე, რომ რატომ უნდათ ევროპელებს მუსულმანური ქვეყნებიდან ლტოლვილები, ქართველები და სხვები რატომ არ შეჰყავთ, რათ უნდათ ეს მუსულმანები, რომლებიც ვითომდა ქალებს აუპატიურებენ და სხვა. ეს რომ გავიგოთ, მოკლე ისტორიული ექსკურსი უნდა ჩავატაროთ.
არსებობს ასეთი აზრი, რომ ევროპა განვითარდა ქრისტიანობის წყალობით, ხოლო აზიის ქვეყნები "ისლამმა გაჭედა". სინამდვილეში კი საქმე სულ სხვანაირადაა.
აზიაში (თუ არ ჩავთვლით ძველი ბაბილონის და შუმერის პერიოდს), ყოველთვის ძლიერი იყო დესპოტიზმი, ხოლო პიროვნული თავისუფლება და თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული კულტურა ვერ ვითარდებოდა. მე-7 საუკუნისთვის, როცა ისლამის გავრცელება დაიწყო, არაბეთის ნახევარკუნძული და მიმდებარე ქვეყნები, გარდა იმ რეგიონებისა, რომლებიც ბიზანტიის შემადგენლობაში იყო, წარმოადგენდა ჩამორჩენილ, დესპოტურ საზოგადოებებს. მაგალითად, არაბებში არსებობდა ბარბაროსული ტრადიცია, რომ თუ გოგო დაიბადებოდა და მამამისი თვლიდა, რომ არ სჭირდებოდა ამ ეტაპზე ქალიშვილი, ბავშვს ცოცხლად მარხავდნენ, როგორც კატის კნუტს. და ა.შ.
ახლა რა გააკეთა ისლამმა? რა და მოახდინა ნამდვილი სასწაული. რომ ამბობენ ხოლმე სასწაულიო და ცეცხლის გადმოსვლაო, ეს ყველაფერი სისულელეა, რა თქმა უნდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული თუ იყო, რომ უდაბნოში, ჩამორჩენილ რეგიონში სულ მოკლე ხანში შეიქმნა მსოფლიო ისტორიაში უდიდესი ცივილიზაცია, რომელსაც მეორე ადგილი უჭირავს ისტორიაში თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის შემდეგ. ვისაც არ სჯერა, ნახოს ინტერნეტში ან წიგნები წაიკითხოს, თუ რა ძლიერი ცივილიზაცია წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთში მე-7-მე-12 საუკუნეებში. ეს იყო იმდროინდელი მსოფლიოს ინტელექტუალური ცენტრი. მეცნიერება, ფილოსოფია, ასტრონომია, მედიცინა, ლიტერატურა - ყველაფერი აქ ვითარდებოდა. ალგებრა, ქიმია, ალგორითმი, უამრავი სამედიცინო და ასტრონომიული ტერმინი აქედან წამოვიდა. ეს ყველაფერი მოხდა ფაქტიურად ცარიელ ადგილზე, იმიტომ რომ წინა საუკუნეებში არაფერი მსგავსი იქ არ იყო. ავღანეთის და შუა აზიის ტერიტორიაზეც კი შეიქმნა დიდი ქალაქები (სამარყანდი, ბუხარა და სხვა). ბაღდადი იყო მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე განვითარებული ქალაქი მაგ დროს.
უფრო მეტიც, რომ ავიღოთ სექსუალური სფერო და ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, ისლამი იყო ათასჯერ უფრო ლიბერალური და თავისუფალი, ვიდრე ქრისტიანობა. იმდროინდელ ევროპაში (ქრისტიანულში) გაბატანებული იყვნენ მღვდლები, პაპები და ეპისკოპოსები, მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა მონასტრებში და იტანჯავდა თავს. მეფეს ცოლთან გაშორება არ შეეძლოთ. ვისაც ახსოვს გრიგოლ ხანძთელის ისტორია, თუ რა ამბები დააწია მეფეს, რომელსაც საყვარელი ქალის შერთვა უნდოდა. იგივე ხდებოდა ევროპაში. ამ დროს ისლამურ ქვეყნებში ათას ერთი ღამის სიტუაცია იყო. სულთნებს და დიდგვაროვნებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ ცოლთან განქორწინების, ჰყავდათ ჰარამხანები. ამ ჰარამხანის ქალები ხშირად რეალურად მართავდნენ ამ სულთანებს და მმართველებს, ნიშნავდნენ მინისტრებს, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო იმდროინდელ ევროპაში. მუჰამადმა დაამკვიდრა ქალების კულტი არაბებში, ისლამმა აკრძალა გოგოების დამარხვა, მუჰამადის ცოლები და ქვრივები გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებად იქცნენ, მაგალითად აიშა, რომელმაც პოლიტიკური დაჯგუფება შექმნა და კინაღამ ხელში ჩაიგდო მთელი ძალაუფლება სახალიფოში.
მაგრამ რაც დრო გადიოდა მუჰამადის სიკვდილის შემდეგ, ადგილობრივი ენდემური დესპოტიზმი და იქაური ხალხების ტრადიციები ნელ-ნელა ისევ იჩენდა თავს. თუმცა 500 და მეტი წელი ეყო აზიას ისლამის იმპულსი და მე-12 საუკუნისთვისაც კი მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად რჩებოდა. ამ დროს ხდებოდა განუწყვეტლივ ველური ხალხების შემოსევები აღმოსავლეთიდან. პირველი დიდი ტალღა იყო თურქ-სელჯუკების შემოსევები. მაგრამ ისლამურმა ცივილიზაციამ გაუძლო ამ პირველ ტალღას და მოახდინა თურქების ასიმილიაცია, ინტეგრაცია და შედარებით გაკულტურება. თუმცა მე-13 საუკუნეში წამოვიდა უკვე საშინელი დამანგრეველი ტალღა - ეს იყო მონღოლები. აი მონღოლებს უკვე ვეღარ გაუძლო ამ ცივილიზაციამ. განადგურდა თითქმის ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის ბაღდადი მიწის პირისგან იყო აღგვილი. განადგურდა კულტურული ფენები - ბიუროკრატია, მეცნიერები, ხელოსნები, ვაჭრები. ამის შემდეგ ისლამური ცივილიზაცია უკვე ვეღარ აღდგა და აზიურმა დესპოტიზმმა და ჩამორჩენილობამ თანდათან გაიმარჯვა ამ ტერიტორიაზე.
მაგრამ მოხდა მეორე სასწაული. ისლამურმა ცივილიზაციამ მოასწრო მემკვიდრის დაბადება. ეს იყო ევროპა. ჯვაროსნული ლაშქრობების საშუალებით ევროპა ეზიარა ისლამურ ცივილიზაციას და მისი საშუალებით ანტიკურ ცივილიზაციასაც. მე-4-მე-5 საუკუნეში ევროპაში განადგურდა ანტიკური ცივილიიზაციის ძეგლები და ნარჩენები ქრისტიანობის მიერ. ქრისტიანებმა გადაწვეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, გაანადგურეს ძველი ბერძენი ფილოსოფოსების წიგნები, როგორც "მწვალებლური". ამ დროს, არაბების მიერ ეგვიპტის და და სირიის დაპყრობის შემდეგ, მათ აღმოაჩინეს ანტიკური ცივილიზაციის ნარჩენები, რაც ქრისტიანების განადგურებას გადაურჩა. და სწორედ ისლამური ცივილიზაციის წიაღში განვითარდა არისტოტელიზმი. ავიცენა, ავეროესი და უამრავი სხვა მეცნიერი არისტოტელეს იდეებზე იზრდებოდა. ევროპა გაეცნო ამას ესპანეთში და სამხრეთ იტალიაში მუსულმანური სახელმწიფოების საშუალებით. ესპანეთში მუსულმანურ სამთავროებში მოღვაწეობდა ბევრი არაბი და ებრაელი ფილოსოფოსი და ესპანეთის დაპყრობის შემდეგ ეს იდეები გავრცელდა ევროპაში. ჯვაროსნებმა უზარმაზარი კულტურა ჩამოიტანეს ევროპაში ისლამური ქვეყნებიდან. საიდან წარმოიქმნა ე.წ. რაინდული პოეზია და მიჯნურობა ევროპაში? დადასტურებულია, რომ ეს აღებულია ისლამური ცივილიზაციიდან. ეს იყო რევოლუცია ქრისტიანულ ევროპაში, სადაც სექსი და ქალურობა საერთოდ გამოდევნილი იყო ოფიციალური ცხოვრებიდან და იდეალს წარმოადგენდა ბერი, მონაზონი და ქრისტესთვის თავშეწირული ასკეტი, რომელიც "ხორცს თრგუნავდა". იგივე ტამპლიერების ორდენის სათავეები ისლამურ ქვეყნები იყო და ა.შ. ფრიდრიჰ ბარბაროსას, ერთ-ერთ ყველაზე თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს იმდროინდელ ევროპაში, ძალიან ბევრი კონტაქტები ჰქონდა ისლამურ სამყაროსთან და ფიქრობდნენ კიდეც, რომ ფარულად მუსლიმი იყო.
ერთი სიტყვით, მე-7-მე-12 საუკუნეებში, ანუ მონღოლების შემოსევამდე ისლამური ცივილიზაცია იყო წამყვანი ცივილიზაცია მსოფლიოში. ევროპა იყო სრულ სიბნელეში მაგ დროს, ფანატიკოსი ქრისტიანი მღვდლების ბატონობის ქვეშ. მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობების და ესპანეთის და იტალიის მუსულმანურ სამთავროებთან კონტაქტების შედეგებად, ევროპა გაეცნო ისლამურ ცივილიზაციას და მისი საშუალებით, ანტიკურ ფილოსოფიას და კულტურას. ამის შემდეგ იწყება ევროპის განთავისუფლება ქრისტიანობისგან, რომელიც დასრულდა მე-18-მე-19 საუკუნეში (იდეურად), ხოლო ჩვენს დროში უკვე ფიზიკურად მიმდინარეობს. ევროპა თანდათან გადადიოდა ისლამურ და აღორძინების კულტურაზე.
ამიტომ, მეგობრებო, დღეისათვის გვაქვს ასეთი სურათი: ისლამური ცივილიზაციის იდეური მემკვიდრე არის ევროპა და არა აზია. ამაშია მთელი საქმე, რომელიც თქვენ ჯერ არ გესმით.

ხოლო აზია, სადაც არიან "ისლამური" ქვეყნები, სინამდვილეში არის ისლამამდელი აზიური დესპოტიის ტყვეობაში და მხოლოდ სახელი აქვს ისლამური. ამიტომ არის, რომ ევროპის ელიტა, რომელმაც ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი, ახორციელებს ისლამური სამყაროს აღორძინებას იმ ისლამური ცივილიზაციის სახით, რომელიც იყო მე-7-მე-12 საუკუნეებში და რომელიც თითქმის განადგურდა მონღოლების შემოსევის შედეგად. ამიტომ იღებს ევროპა მუსლიმ მოსახლეობას და არა ქრისტიანებს. ამიტომ არის, რომ დღეს ევროპაში ისლამი არის ყველაზე სწრაფად მზარდი კი არა და, ერთადერთი მზარდი რელიგია, ხოლო ქრისტიანობა ქრება ფიზიკურადაც. იმიტომ რომ ევროპა იდეურად არის ისლამური ცივილიზაციის და ასევე ანტიკური ცივილიზაციის მემკვიდრე და პროდუქტი. ევროპის აღორძინება, დაწყებული მე-12-მე-13 საუკუნეებიდან, დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროპა ეზიარა ისლამურ ცივილიზაციას და დაიწყო ქრისტიანობის დემონტაჟი, რაც გაგრძელდა დაახლოებით 500 წელი. მე-18 საუკუნისთვის ევროპაში ქრისტიანობა უკვე იდეურად განადგურებული იყო, რაც დაგვირგვინდა ფრანგი განმანათლებლების (ვოლტერი და სხვები) და საფრანგეთის რევოლუციით და იგივე ნიცშემ საბოლოო განაჩენი გამოუტანა ქრისტიანობას ევროპაში (თუმცა მას სხვა შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არაა მთავარი).
აი ეს უნდა გაითვალისწინოთ, როცა მსჯელობთ თანამედროვე საქართველოზე და ევროპაზე და თუნდაც მსოფლიოზე.