http://allmedia.ge/sazogadoeba/item/4109-%...%83%98%E1%83%90„ქართული ოცნებდან“ 37 დეპუტატი მილიონერია, ოპოზიციიდან - 4, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია
მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, მინისტრთა კაბინეტში კი, დეკლარაციების მიხედვით, 6 მილიონერი მინისტრია. ამ სკანდალური კვლევის შედეგები დღეს მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორი“ და პოლიტიკურმა პარტიამ „ახალი საქართველო“ წარმოადგინეს. სოფო მუზაშვილის ("მედიატორი") განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 35%, ანუ, ყოველი მესამე დეკლარირებული მილიონერია, ანუ მათი უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. შოთა შალელაშვილი - 34. 907.760 ლარი
2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე - 13 მლ. ლარი ("ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს პირი გასამართლებულია საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის).
3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია - 12.414.270 ლარი
4. პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი -10 მილ. ლარი
5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი - 7.672.000 ლარი
რაც შეეხება მოქმედი მთავრობის მინისტრებს:
კახა კალაძე - 36.604.500 ლარი
ტარიელ ხეჩიკაშვილი - 11.253.000 ლარი
ქეთევან ციხელაშვილი - 9.748.000 ლარი
გიორგი გახარია - 5.019.000 ლარი
ზურაბ ალავიძე - 2.442.000 ლარი
დიმიტრი ქუმსიშვილი - 1.965.000 ლარი.
საინტერესოა, რომ კვლევაში მოხვდნენ დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდანაც: „პატრიოტთა ალიანსის “ დეპუტატი ნატო ჩხეიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე დეკლარირებული მილიონერები არიან:
ნატო ჩხეიძე - 51.039.798 ლარი
კობა ნაყოფია - 8.033.500 ლარი
სერგო რატიანი - 1.560.900 ლარი
აკაკი ბობოხიძე - 1.219.450 ლარი.
---------------------------------------
ჩაიხრჩვნენ ტიპები ფულებში