გასო
ეს არის. . . .
აი ის. . . .
ყველაზე მაგარი რომ არის.
ხო, მახსოვს ეგ პერიოდი.
სამი თვე დენი არ მოსულა, ზამთარი იყო და მაგრად ყინავდა.
აი მაგ დროს იყო რომ ჩემმა მეორე მემ აიშვა და თითქმის აღარ მიჯერებდა.
ჩუმად აღარ გამოდიოდა და ერთმანეთს უკვე ხმამაღლა ველაპარაკებოდით.
სანთლის შუქზე, ღამით, ერთმანეთს ლექსებს ვუკითხავდით, ხანაც ფანდურს ავიღებდი ხოლმე და ორ ხმაში ვმღეროდით.
მაგარია, მარტოკაცი ორ ხმაში რომ მღერიხარ.
მერე ის, მეორე, ორღანს მიუჯდებოდა და მთელი ხმით უკრავდა (აი იმას, ყველაზე მაგარი რომ არის), მუსიკა გაყინულ ჰაერს აჰყვებოდა, და ჰაერს აკრისტალებდა, ღრუბელს ფანტავდა და ზეციდან კრისტალები და ლოლუები იყო ჩამოკიდებული. მუსიკა ყინულებზე სხლტებოდა, აქეთ იქით ეხლებოდა, კრისტალის ნამსხვრევები დაბლა ცვიოდა და ბრრრ, ყინავდა ირგვლივ ყველაფერს. ზრიალებდა დედამიწა და ირგვლივ ყველაფერი გამტარად იყო ქცეული, ყინვაც, კედლებიც, სხეულიც. ყველაფერი.
ეჰ. . . ; მე თვითონ დაკვრა არ ვიცი. სმენა არ მაქვს. (ისე, არც ორღანი მაქვს).
მეზობლები კი მოდგებოდნენ აივანთან და შემომჩიოდნენ: “ეგრე ხმამაღლა ნუ უკრავს, მთვარე ფრთხვება, გარბის, მთლად ბნელში ვრჩებით და ღამღამობით წიგნს ვეღარ ვკითხულობთო“.
არ მიჯერებდა. . . .
- არადა კარგია ღამით წიგნის კითხვა, მაგარია ხოლმე, სიზმარს რომ შეეშლება და წიგნში გადადის, აიბლანდება და ყველაფერი ირევა.
მახსოვს ახალწლის წინა პერიოდი იყო, რაღაც სასწაულით დენი მოვიდა და ჩემს გაყინულ დიდ ოთახში შევიკრიბეთ მეზობლები.
ყველას თან ორი-სამი "მე" ყავდა წამოყვანილი.
კარგია ასე, ფართი პატარაა და ბევრი ხალხი ეტევა.
მაგრად შევუბერეთ.
ჯეირანა დაიღალა და დასაძინებლად წავიდა. მაგრამ მეორემ ძალიან შეაწუხა. ქეიფი გვინდაო. წამოაგდეს ლოგინიდან, შარვალი და ფეხსაცმელი კი ამოაცვეს და გამოიგდეს წინ, ისევ ჩვენთან.
ტანზემოთ შიშველი იჯდა იმ ყინვაში და სამ ხმაში მღეროდა.
ახალ წელს ლოგინში შეხვდა.
გარეთ კი მსხვილად ბარდნიდა.
ამაზე მაგარი მხოლოდ ერთხელ მაქვს მოსმენილი.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/