#49982778 · 21 Feb 2017, 16:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
" "ხალხისთვის დაიმალება სიმართლე, მაგრამ სახელმწიფო ამ პროცესს დაასრულებს ისე, როგორც მსოფლიოში მსგავსი რანგის პოტენციური მკვლელობები დამალულა", - ამბობს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში საზოგადოებისა და კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "ციანიდის საქმეზე" საუბრისას. მისი აზრით, ამ საქმეს შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს როგორც ხელისუფლების, ისე ეკლესიის ავტორიტეტს. თუმცა, უმჯობესი შეიძლება იყოს, თუკი პროკურატურა საქმის კვალიფიკაციას შეცვლის და საზოგადოების კრიტიკას თავის თავზე აიღებს". " მე თავიდანვე ვთქვი, რომ არ ველოდი, თუკი პროკურატურა მსგავს კვალიფიკაციას მიანიჭებდა საქმეს. ამიტომაც განვაცხადე, რომ პრევენცია უნდა მომხდარიყო, საფრთხეები შეემცირებინათ და თუკი ვინმე აღმოჩნდებოდა მართლაც საფრთხის მომტანი, განერიდებინათ სხვა მოტივით. ასეთი მიდგომა დამკვიდრებულია, რადგან იმის აღიარება, რომ პრეზიდენტის თუ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, მთელი ქვეყნის აგენტურის ჩართვას მოითხოვს. პროკურატურამ, როგორც ჩანს, თავიდან ასე ჩათვალა საჭიროდ. შემდგომ კი, როცა გადააფასეს საქმის სირთულე, მიხვდნენ, რომ ამ მიმართულებით არ უნდა წასულიყვნენ, რადგან ვფიქრობ, არც პატრიარქს ექნებოდა სურვილი, რომ მსგავსი კვალიფიკაცია მისცემოდა საქმეს. თუკი სახელმწიფომ აღიარა პატრიარქის ლიკვიდაციის ალბათობა, ის აუცილებლად უნდა გავიდეს სასულიერო პირებზე. ამიტომაც, ბუნებრივია, ეჭვქვეშ დგება ეკლესიისა და სახელმწიფოს რეპუტაცია. შესაძლოა მსგავსი ფაქტის არსებობა არც სახელმწიფოებრივად იყოს მომგებიანი."
|