#50050563 · 2 Mar 2017, 17:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მეგობრებო, ე.ი როგორც ვიცით 08/06/2016_ში მიღებული იქნა ახალი კანონი ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, რამაც საბოლოოდ გამიჯნა საშემფასებლო საქმიანობა აუდიტისგან, უკვე სავალდებულო გახდა ქონების შეფასების სერთიფიკატების ქონა და ა.შ. მოკლედ ახალი კანონით ახალი წესები დამყარდა ბაზარზე. ვინც ასე თუ ისე ერკვევით ამ სფეროში მაინტერესებს საიდან ჯობს დაწყება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაცხადა "საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე" მიღება, ვინც უკვე გაიარეთ აღნიშნული პროგრამა მაინტერესებს რამდენად რთულია და რამდენად მოსწრებადია(პარალერულად ვსწავლობ მაგისტრატურაზე) თუ უძრავი, მოძრავი და არამატერიალური ქონების შემფასებლის სერთიფიკატები ჯობს(ჯერ)? ასევე როგორც ვხვდები ეს სერთფიკატი იძლევა საშუალებას მხოლოს სსიპ_ისთვის აუდიტის ჩატარებაში და რა სერთიფიკატი უნდა მქონდეს იმ შემთხვევაში უბრალოდ კერძო ორგანიზაციისათვის ფინანსური აუდიტის ჩატარება მინდა? მოკლედ რაც ვიცით დავწეროთ ამ სფეროზე დროა გაიხსნას ბარიერები და დაემხოს მონოპოლია... ამ ბაზარზე ისეთი დომხალი და ისეთი ჭაობია რო არ ვიცი... თუნდაც ერთი საშუალო ფირმის აუდიტორული დასკვნა რო ნახო გაგიჟდები(მაქსიმუმ 4 ფურცლიამებია) და ხალხი ასეთი მომსახურების მიწოდებით ძალიან დიდ ფულს აკეთებს.(მე მაგალითად 200 ლარზე მამუშავებდნენ და თვითონ ათასებს "ჭრიდნენ" ).
This post has been edited by ramms01 on 2 Mar 2017, 17:09
|