ეხლა გადავავლე თვალი და ევროპულ სამზარეულოზე არაფერი წერია.არადა მოთხოვნადია.ქართველებმა უკვე კარგად დავაგემოვნეთ თბილისის კაფე რესტორნებში ევროპული სამზარეულო.
მარტალია ინტერნეტი მიაქვს ამ მიმართულების სხვადასხვა კერძებს,მაგრამ მზარეულები ამ მიმართულებით ძალიან ცოტა გვყავს.მე მაქვს დიდი გამოცდილება და თუ ვინმეს რამე დაგჭირდათ
დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით
ბოლონეზე,ნაპოლიტანე,კარბუნარა,ლაზანია,პაშტიციო,მუსაკა ... მოკლედ გრძელი მენიუა

მართლა
თქვენ არ ინერვიულოთ მე ჯერ თავისუფალი დრო მაქვს
* * *
შემოგთავაზებთ ამჯერად ნაპოლიტანეს
ინგრედიენტები
1 შეკვრა სპაგეტი
750 გრ. კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი
3 თავი ხახვი
4 კბილი ნიორი
2 ცალი სტაფილო
1ს/კ პომიდვრის ტომატი
თეთრი მშრალი ღვინო
დარიჩინი (ჩხირი),სურნელოვანი პილპილი,შაშკვლავი,ორეგანო,შავი პილპილი დაფქვილი,ქინძი,ოხრახუში
ზეითუნის ზეთი
როგორ გავაკეთოთ:
დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში,შემდეგ ჩავუმატოთ 1 ს/კ
ტომატი,როდესაც ტომატი წამოდუღდება ჩავასხათ თეთრი ღვინო,ვაცადოთ ალკოჰოლს აორთქლება,შემდეგ ჩავყრით გახეხილ სტაფილოს და ვშუშავთ,შემდეგ ვყრით დაჭრილ პომიდორს წამოვადუღებთ 5 წუთით,ბოლოს დავასხათ 1 ჭ.წყალი ჩავაგდოთ დაფნა,დარიჩინი,სურ.პილპილი და მოვხარშოთ სოუსი. მოხარშული სოუსი ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ.კვლავ დავდგათ ქურაზე და წამოვადუღოთ.დავუმატოთ ორეგანო,შაშკვლავი,მარილი,დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.სოუსი ნაპოლიტანე მზადაა
მოხარშულ სპაგეტს დავასხათ სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი
* * *
სპაგეტი კრევეტებით
ინგრედიენტები:
4-5 საშუალო ზომის კრევეტები
1 ც.პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
1 დიდი პომიდორი
პილპილი,მარილი,კამა,ოხრახუში
მომზადება:
კრევეტები მოვხარშოთ და კუდამდე გავფცქვნათ.ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ,შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი ან გახეხილი პომიდორი.როდესაც პომიდვრიანად მოიშუშება სოუსში ჩავაწყოთ კრევეტები და ბოლოს მაკარონი.თუ მშრალი გამოვა დავამატოთ წყალი,რომელშიც კრევეტები მოიხარშა.ბოლოს დავუმატოთ მარილი პილპილი,კამა და ოხრახუში