ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
კატეგორია: ბიზნესი
"ჯინო ფერედაისი" წლის ბოლომდე 100 ელექტრომობილ ტაქსს შემოიყვანს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რამაზ მიქაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე აპრილში ბაზარზე 10-12 ერთეული გამოჩნდება, წლის ბოლომდე კი ეკო ავტომობილების რიცხვი ასამდე გაიზრდება.
როგორც რამაზ მიქაძე აცხადებს, ავტომობილის მოდელი პრაქტიკულად შერჩეულია და მისი შეძენა თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში მოხდება. ავტომობილების საქართველომდე ჩამოსვლას კი დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება.
რაც შეეხება ფასებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს შორის კონკურენტულები იქნებიან.
©
http://businesscontract.ge/ka/article/quot...hemoiyvans/9409 This post has been edited by გასო on 21 Feb 2017, 23:39