სკანდალი: მიშას დროს ჯეჯელავამ ნარმანიას და ხადურს პროფესორის ხარისხი პოლიტიკური ნიშნით გაუუქმა
17-02-21 16:51:30 | Print
სკანდალი: მიშას დროს ჯეჯელავამ ნარმანიას და ხადურს პროფესორის ხარისხი პოლიტიკური ნიშნით გაუუქმა
2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თსუ ში, პროფესორთათვის შესარჩევი კონკურსი ჩატარდა.
„ნაც. მოძრაობის“ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხელაძე გახლდათ, (შემდგომში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი).
ნუ იკითხავთ და კომისიის ერთ-ერთი წევრი, დღევანდელი განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა გახლდათ.
მაშინ, რამოდენიმე პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პოლიტიკური ნიშნით დაიწუნა და პროფესორის ხარისხიც ჩამოართვა.
დაწუნებულ პროფესორთაგან, შემდგომში „ქართული ოცნების“ ორი ცნობადი სახე და თანამდებობის პირი გახლდათ: ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ქ.თბილისის მერი დავით ნარმანია .
„ნაც.მოძრაობის“ მიერ 102 კაციდან - 12 კაცამდე დაყვანილ აკადემიურ საბჭოში (აკადემიური საბჭო სამეცნიერო ორგანოა, რომელიც უნივერსიტეტის რექტორს ირჩევს) იმყოფებოდა ადამიანი, სანდრო ჯეჯელავა, რომელიც იმ დროისთვის დოქტორანტიც კი არ ყოფილა.
საოცარია, როგორ მოხდა, (ნეტავ ვისი უჩინარი ხელი ერია?) რომ კომისიის წევრმა, რომელიც დოქტორიც კი არ იყო, აირჩია სრული და ასოცირებული პოროფესორები და მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ დოქტურანტურაში ესწავლა.
ცნობისათვის, ნარმანიამ და ხადურმა სრული პროფესორის ხარისხი, მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ აღიდგინეს.
"თბილისი 24"
http://tb24.ge/sazogadoeba/item/3574-%E1%8...B%E1%83%90.html
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...