გამოასწორონ და, არ დავეძებ

ლარის კურსის გაქცევამ განაპირობა მაგ საკითხზე მიბრუნებაო

ა ბატონო
სიმართლე ყოფილა
"მთავრობის პოზიცია უცნაურია" – თამაზ მეჭიაური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დაბრუნებაზე 2017-02-21 16:30:16
+-
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის ინიციტორი თამაზ მეჭიაური დღეს განმარტავს, რომ მაშინ მთავრობაში შესაბამის კანონპროექტს ყველა მხარს უჭერდა, მათი მხრიდან პოზიციის შეცვლა კი უცნაურია.
მისი მტკიცებით, ისეთი ფორმით ზედამხედველობის ყოფნა ეროვნულ ბანკში აფერხებდა გამჭვირვალობას, იყო საფრთხის შემცველი. რეალურად, ეროვნული ბანკი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ კონტროლდებოდა, დანარჩენ შტოებისთვის კი დახურული იყო.
მეჭიაურის მტკიცებით,ეროვნული ბანკი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყოველგვარი სუბიექტური გადაწყვეტილებისგან, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში.
„დღეს შეიძლება ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობიდან საფრთხეს ვერ ხედავენ. ეს კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული არ უნდა იყოს. რატომ გადაიფიქრეს, ეს მათ ჰკითხეთ, მე არ გადამიფიქრებია.თუ ყველაფერი ერთ პიროვნებაზე იქნება მორგებული, შესაძლოა, ეროვნული ბანკი პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. მე არ ვამბობ რომ გამოიყენებენ, თუმცა, ამის საფრთხე არსებობს. მაშინ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა მე და ნოდარ ებანოიძემ გავახმაოვანეთ, თუმცა, ამას ხელისუფლებაშ ყველა ეთანხმებოდა. მაშინ კანონპროექტის მომზადება მთავრობაში ხდებოდა. ის ადამიანები, ვინც ამას ამზადებდა, დღეს ისევ ხელისუფლებაში არიან და უფრო მეტ ბერკეტებს ფლობენ"-აცხადებს მეჭიაური.
შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური 2015 წელს გამოეყო. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე,"ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოიყო და ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა.
საქმე ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ფინანსური ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხი თავის დროზე დაპირისპირების საგანი გახდა. ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგი იყო.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=48244&cat_id=5 This post has been edited by Lаki on 22 Feb 2017, 12:23