საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
08:37 23-02-2017
საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი ეწვევა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
ასევე, დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით. მოგვიანებით საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...ri-etsveva.html