#49992054 · 22 Feb 2017, 19:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთი ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. იგი ადგილზე დააკავეს. ეს არის 1992 წელს დაბადებული შ. თ."- აღნიშნავენ უწყებაში.
This post has been edited by Robin Hood on 22 Feb 2017, 19:08
--------------------
პარამპამ პამ
|