მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ქონება
თებერვალი 23
10:57:56
2017
რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი გურიაში, კახეთში, საცხოვრებელი სახლები თბილისა და ოზურგეთში _ ეს შემოქმედელი მიტროპოლიტის მეუფე იოსების, ერისკაცობაში გივი კიკვაძის პირად საკუთრებაში არსებული ქონებაა.
უფრო კონკრეტულად კი მეუფე იოსები გურჯაანის რაიონის სოფელი მელაანში ფლობს 50 223 კვადრატული მეტრი მიწის ფართობს, რომელიც 2014-2015 წლებშია შეძენილი - მიწის ნაკვეთების ნაწილი მდებარეობს ე.წ. „კოშკში“, რომელიც როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის დახმარებით გავარკვიეთ, საკმაოდ პრესტიჟული და ძვირადღირებული ადგილია. ნაკვეთების ნაწილი კი განთავსებულია ადგილზე, რომელსაც „100 ჰა-ს თავი“ ეწოდება.
ჩოხატაურში, სოფელ მეწიეთში მეუფის მფლობელობაშია 10 104 კვ. მ. მიწის ფართობი - აღნიშნული მიწის შეძენის თარიღად საჯარო რეესტრში 2012 წელია დაფიქსირებული.
http://gurianews.com/article/mtavari/mtava...iLJoC0.facebookმაგარი ბიზნესია არა და ჩინოვნიკებს გადაასწრებენ მალე.
This post has been edited by lasha1997 on 24 Feb 2017, 04:59