#62382452 · 3 Dec 2025, 19:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
don tomi დონ კიხოტი ისეთი წიგნია, რომ ბავშვსაც მოეწონება და დიდსაც. ანუ ბავშვი მიიღებს სიამოვნებას. ბავშვსი ვგულისხმობ 10-14 წლის და არა 6-9 წლის. სათავგადასავლოა. კომიკურია. მის უკან ალეგორიები მარტივად გასაგებია.
ოდისეა, ილიადა, ვირგილიუსი, ამ ასაკში წავიკითხე. 14-15 ის ვიყავი სადღაც. ღვთაევრივი კომედიაც (კოსტას თარგმანში).
| QUOTE | ომი და მშვიდობა ახსენე და მოგეწონა ეგ წიგნი ?
|
მაშინ რომ წავიკითხე მომეწონა. ყველა ბოლკონსკიზე იყო გაგიჟებული ამ წიგნში. მაგრამ ჩემთვის პიერ ბეზუხოვი იყო ნო1 ყოველთვის. სიამოვნება იყო წაკითხვა. ეხლაც მახსოვს წიგნის სუნი. მაგიური სამყაროსავით იყო. გავაღებდი ამ სქელ ყდას, და გადავვარდებოდი მე-19 საუკუნეში, სადაც არისტოკრატული ბალები და ხმალშემართული მოჯირითე ჰუსარები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ოთხ ტომად იყო წიგნი, და თითო ტომი იყო 400 გვერდი. სქელ ყდიანი, კაი ხარისხის გამოცემა.
ზოგადად ბავშვობისას ეგ მაგია ქონდა წიგნებს - სულ სხვა სამყაროში მაგდებდა. პორტალი იყო. რომ გავიზარდე, სხვა დატვირთვა შეიძინა ამ მაგიურმა პორტალმა - სხვა ადგილას კი არა, სხვა ადამიანის ტვინებში მაგდებს. ბიინგ ჯონ მალკოვიჩის პონტში.
ეგაა ალბათ მთავარი განსხვავება "ბავშვურ" წიგნებსა და "დიდურ" წიგნებს შორის. აქშენი ვს იდეა.
|