ფარისეველ საზოგადოებას ეშინია საეკლესიო სკანდალისა რადგან იმსხვრევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი დასაყრდენი რომლის გარეშეც მარტო იგრძნობენ თავს. უმრავლესობის წევრს ეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, და პრინციპში ამიტომაც უყვართ ერთად ყოფნა. ერთად ყოფნა ქმნის უმრავლესობას. მაგრამ რა ქნას ამ უმრავლესობის წევრმა თუ მათმა გამაერთიანებელმა ინსტიტუტმა იმედი გაუცრუა?
ჰოდა აქ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი:
ეს იმედგაცრუებული უმრავლესობა გარდაიქმნება აგრესიულ დესტრუქციულ ძალად რომელიც რადიკალურად დაუპირისპირდება იმას რასაც გუშინ თაყვანს სცემდა. ანუ, მათ არ შეუძლიათ მარტო დარჩნენ საკუთარ პრობლემასთან (რადგან ზოგადად მარტოობას ვერ იტანენ) და ამიტომ აყალიბებენ ახალ უმრავლესობას ოღონდ საწინააღმდეგო მიზნებით. როგორც მიხვდით, აქ მთავარი არის უმრავლესობაში ყოფნა და მიზეზი მხოლოდ ამ უმრავლესობის შექმნის საშუალებაა. ჰოდა შეიძლება ისე მოხდეს რომ ამ ახალი გავეშებული უმრავლესობისაგან ჩემისთანა ხალხის დასაცავი გახდეს ეკლესია.... დიახ ჩემისთანა ხალხის, რომელიც არასდროს არანაირ უმრავლესობაში პრინციპულად არ შედიოდა.
აგია კულტურისა და უკულტურობის ვეჩნი ბრძოლის ანატომია სიმონ
This post has been edited by armagedonidze on 24 Feb 2017, 15:25