მგონი ხვდებით, რომ მთავრობა ვინმე მამაოს ციანიდს და იარაღს არ ჩაუდებდა, მითუმეტეს სრულიად უმიზნოდ და უმოტივაციოდ. სამაგიეროდ უცებ გამოყო თავი მიტროპოლიტმა პეტრემ და დაიწყო შორენაზე ლაპარაკი.
რა შუაში იყო მანდ შორენა? რატომ ააგორა ეგ თემა ცრუსთავმა?
მე ვფიქრობ, რომ ეგ პეტრეა ამ ყველაფრის თავში, ნაადრევად დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რადგანაც პატრიარქს ვერაფერს უბედავს, ამიტომ შეტევა მის მდივანზე მიიტანა. არადა შორენა მეტი არაფერია, გარდა პატრიარქის მსახურისა და ყველაფერს რასაც აკეთებს, სწორედ პატრიარქის სახელითა და კარნახით.
მოძებნეთ ინტერნეტში პეტრეზე ინფორმაცია და ნახავთ, რომ აფერისტობისა და გადაგდების მეტი არაფერი უკეთებია, უამრავი ცუდი და არაკაცური საქმე ბრალდება, ბრალდება ფულის კეთება და ბიზნესები, ძალადობა და ა.შ. შორენაზე კი ვერაფერს ნახავთ, გარდა ისევ პეტრეს ბრალდებებისა, ხელს არავინ ადებს, ყოველშემთხვევაში მე ვერაფერი ვერ ვიპოვე.
ეს ერთი ეპიზოდი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბოლო დროს, ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმის გამო, პრესაში და სოციალურ ქსელებში მეუფის წარსულსა თუ ამჟამინდელ საქმიანობას აქტიურად განიხილავენ. მარტვილში და მიმდებარე სოფლებში უკვე ხმამაღლა საუბრობენ ეპარქიაში არსებულ, მორწმუნე ადამიანებისთვის მიუღებელ ფაქტებზე და იმასაც ამბობენ, რომ თითქოს, ამის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკლესიას ჩამოშორდა.
„ფოსტალიონის” რესპოდენტი მარტვილის მაცხოვრებელია, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, რედაქციის გადაწყვეტილებით, მის ვინაობას არ დავასახელებთ. ინტერვიუს ჩანაწერები რედაქციაში შეინახება.
გ.გ (მარტვილის მკვიდრი): -მარტვილში, ადრე, გვყავდა მამა სერაფიმე, პიროვნება, რომელიც ხალხს უყვარდა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ თავის დროზე, ხალხს რწმენა დაუბრუნდა. ის ამჟამად მცხეთაში მოღვაწეობს. იყვნენ მამა ილია, მამა გრიგოლი, იყვნენ ბერები, რომლებიც თავისი მოღვაწეობით ადამიანების დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ. შემდეგ მოვიდა ეს მეუფე პეტრე და მღვდლები, რომელთა გამოც ხალხმა ეკლესიაში სიარული დაიწყო, გაყარა.
_ რატომ გაყარა? სად წავიდნენ ეს სასულიერო პირები?
_ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფებს, ცემას, ზეწოლებს. 22 ბერი იძულებული გახდა, გარიდებოდა მეუფეს და მის მოძალადე „ამფსონებს“. ისინი სხვადასხვა მონასტრებში გადანაწილდნენ, მარტვილის ეპარქიიდან შორს. რამდენიმე მათგანმა ანაფორაც კი გაიხადა და სახლში ზის.
_ მერე, მოსახლეობას ამის გამო პრეტენზია არ ჰქონია?
_ პირადად მე, სოფელ სალხინოში ვმუშაობ. აქ იყო ხიდი, რომლის კონსტრუქცია იყო 66 ტონა. ხალხს უნდოდა, ეს ხიდი სოფელს მოხმარებოდა, მაგრამ ჩამოვიდა მეუფისგან მამაო და გამოაცხადა, მეუფემ “ჩააწყო ” ზემოთ, ამიტომ უნდა დავჭრათ და წავიღოთო. 3 ნაჭერი ძლივს დავატოვებინეთ, დანარჩენი დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს სენაკში. ამის შემდეგ მეუფე მიწების წართმევაზე გადავიდა. მარტვილის შესასვლელში და სხვადასხვა ადგილებში სალხინოელებს მიწებს ართმევდა. ყველაფრის უფლება ჰქონდა მიცემული. სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, ყოფილი კოლმეურნეობის შენობა, ხალხის საკუთრება, ისე გადასცა მეუფე პეტრეს 1 ლარად, კაციშვილისთვის არ უკითხია. ამ დროს ხალხს პურის ფული ენატრებოდა. სადმე მიწის ფართობი თუ იყო თავისუფალი, ვერ გაეკარებოდი. ჯერ უნდა მეუფესთან შეგეთანხმებინა, თუ არ სჭირდებოდა მას, მერე, შეიძლებოდა, მოგეთხოვა. სააკაშვილის დიდი სურათი ეკიდა მეუფეს თავის რეზიდენციაში.
_ გვითხრეს, თითქოს მეუფე ბიზნესითაც არის დაკავებული. ეს სიმართლეა?
_ არა მხოლოდ ბიზნესით. არის ასეთი პიროვნება – ალიკა ახვლედიანი, ქველმოქმედი ადამიანია, რომელსაც სკოლებში, ბაღებში ბავშვებისთვის საჩუქრები, სათამაშოები მიაქვს, გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება, ბავშვების ექსკურსიისთვის 1000 ლარი მიუცია პედაგოგისთვის და მეუფეს რომ გაუგია, უჩხუბია, მასწავლებელს რატომ მიეცი ეგ ფული, ჩემთვის უნდა მოგეცა. შენ არ უნდა გამოჩნდე, მე შეიძლება მაგ საქმეს 400 ლარიც ვაკმაროო.
ცხონებული ნაული ჯანაშია რომ გარდაიცვალა – დეპუტატი, 40 დღე რომ გავიდა, ალიკა ახვლედიანმა ჭირის სუფრისთვის მოიტანა წყალი “სნო”. მეუფე იქ რომ მისულა და დაუნახია ეს წყალი, აუღია ბოთლი და ამდენი ხალხის თვალწინ კედელზე მიუხეთქებია. როგორ გაბედე ამ წყლის მოტანა , წყალი “მარტვილი” რატომ არ მოიტანეო?
_ გინდა მითხრათ, რომ „მარტვილის” წყალი მეუფის ბიზნესია?
_ ნაული ჯანაშიასია, მაგრამ მის შვილს უთხრა, მამაშენმა ჩვენ შემოგვწირაო. მე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, ახლა ვისია. უკეთესი იქნება, თავად გაარკვიოთ. იმ ხალხს დაელაპარაკოთ, ვინც ამ საკითხში უკეთ არის ჩახედული.
_ მეუფეს სააკაშვილის სურათი ისევ უკიდია რეზიდენციაში?
_ არა, მაშინვე ჩამოხსნა, როგორც კი სააკაშვილი აღარ აირჩიეს პრეზიდენტად. ახლა, ვითომ ამ ხელისუფლების მომხრეა. თუმცა ცოტა ხნის წინ თვითონვე მოიხსნა ნიღაბი და გამოაჩინა ნამდვილი სახე. მაინც წამოცდა ის, რაც გულში აქვს. ვერ გაუძლო და ვერ დამალა. არ აღმოჩნდა ნიჭიერი მსახიობი, რომ ბოლომდე დაემალა ყველაფერი.
პიროვნება, რომელიც პატრიარქს ასე ღიად დაუპირისპირდება და იტყვის, რომ ქალი მართავს და პატრიარქი თვითონ არაფერს არ წარმოადგენსო, ის, მარტვილელების მეუფე ვერასდროს იქნება. მარტვილელებმა ყველაფერი კარგად იციან. როცა მეუფე ამბობს, მე აქ, ეკატერინე ჭავჭავაძის გვერდით უნდა დავიმარხოო, ეჭვი მეპარება, რომ ეს მარტვილელებმა ოდესმე დაუშვან. თუმცა თითოეულ ადამიანს, ვინც მის წინააღმდეგ რაიმეს ამბობს, სახლში უვარდებიან და ეუბნებიან, -ამას რომ ამბობ, უფალს რას ეუბნებიო… ეს მეც რომ მითხრეს, ვუპასუხე: უფალი მე გამომეკიდება სიმართლისთვის თქო? თქვენ უფალსაც შეურაცხყოფას აყენებთ როცა ამბობთ, რომ სიმართლის თქმისთვის უფალი დამსჯის მეთქი. დედაომ უთხრა ჩემს მეუღლეს, თქვენი შვილებით აღკვეთილი ხართ ეკლესიიდანო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის ვლოცულობთ, ჩვენი წინაპრებისთვის და თქვენ ვინ გკითხავთო. გესმით? ჯანსაღ კრიტიკას აიგივებენ ეკლესიასთან ბრძოლასთან. მე ქრისტიანი კაცი ვარ, ეკლესიისთვის ვცხოვრობ და სარწმუნოებით მოვაღწიე აქამდე. კონკრეტულ პიროვნებაზე ვლაპარაკობ, ეკლესიას და სარწმუნოებას კი არ ვებრძვი. შვილები მყავს და მეც მინდა ამ ქვეყნის საქმეებში ჩემი პატარა, სასიკეთო წვლილი შევიტანო.
_ გამოდის, რომ ხალხს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებიან. კიდევ რა ფორმით აშინებენ ხალხს?
_ სიმართლეს თუ იტყვი, ან ვინმეს თუ ამხელ ცუდ, არაეკლესიურ და უფლისთვის მიუღებელ საქციელში, გეუბნებიან, უფლის არ გეშინიაო? ეს ახლა, თორემ ადრე ყველაფერი შეეძლოთ. ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარს, მეუფემ, სპეცრაზმი შეუგზავნა და ისე გააგდო. ბასილაია, მამა სპირიდონი, მამა ილია, მამა გრიგოლი, ყველა იძულებული გახადა წასულიყვნენ, ფაქტიურად, ეპარქია არის დაცლილი , მარტო მორჩილებაში მყოფები დადიან. თუ იქ ყოფნა გინდა, უნდა იყო გაჩუმებული და ყველაფერს შეგუებული. თვითონ კი არის გალაღებული- იქ ტრაქტორებიო, მიწებიო… ბიზნესცენტრია გახსნილი და არანაირი სხვა დანიშნულება მარტვილის ეპარქიას აღარ აქვს.
მეუფე პეტრე ბოღმით სავსე პიროვნებაა. სალხინოს ცენტრში, ერთმა მაგარმა კაცმა, ბიზნესმენმა , დიდი ჯვარი დადგა. მეუფემ ვერ აიტანა და რომ გადაეფარა ეს ჯვარი, იქვე ახლოს, ოღონ შუა გზაზე, თვითონ დადგა მეორე, დიდი ჯვარი. ერთ-ერთ ფოთელს გააკეთებინა, ის კაცი ამბობდა, ამის დრო მაქვს ახლა მეო?
წაჩხურუს ეკლესია რომ იყო, ძველი, სადაც წაჩხურობა იმართებოდა , ყოველწლიურად 80 ათასამდე კაცი ადიოდა სალოცავად, თვითნებურად გადააკეთეს და შიგნით, კომფორტი რომ შეექმნათ, ისტორიულ ძეგლს იერსახე დაუკარგეს. 2 სართულიანი სასახლე ააშენეს სასაფლაოზე, ეს ბერების საცხოვრებელი იქნებაო. ცხოვრობენ ეს ბერები და უნდა ნახოთ ერთი მაგათი ლოცვა: “მეუფე პეტრესთვის ვილოცოოოთ” მღერიან მთელი დღე. მეუფეც დადის – კარგი მანქანა, ცხენები, რა გინდა სულო და გულო… და ამას უყურებს მშიერი ხალხი.
_ თუ ასეა, არავინ ეუბნება, ნუ აკეთებ ამასო?
_ რა თქმა უნდა, ეუბნებიან და პირადად მეც დაპირისპირებული ვარ მასთან, მაგრამ ისეთი ხალხი ჰყავს, შეიძლება რამე დამიშავონ. შეიძლება, მეც მომწამლონ, რა ვიცი… ეს იქ დიდი კაცია და მოსახლეობაც იქით იხრება, საითაც ძალას ხედავს, ყველა გატრუნულია, თუმცა ზურგსუკან სიმართლეს ლაპარაკობენ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეუფე პეტრე მაინც ძალაა და ფიქრობენ, რამეში დაგვეხმარება, დაგვაწინაურებსო. მეტი არაა ჩვენი დამაწყევარი, როგორც ეგ დაეხმარება ვინმეს… აი, ასე ჰყავს ხალხი კლანჭებში მოქცეული. თუ ვინმე რამეს გაბედავს და იტყვის, იქით დაუწყებს ადამიანს დაკნინებას და ბანდიტის ძახილს… თუ ვინმე ბანდიტია, ამისთვის არსებობს კანონი და გამოძიება.
ხალხი უკვე ძალიან გაბრაზებულია . ფაქტიურად მარტვილის რაიონი ამ კაცს აქვს შემოკავებული. ერთ ქალბატონს ვიცნობ, რომელსაც საჩივარი აქვს შეტანილი, მიწა წამართვაო. კიდევ, მებონიაა… ბევრია ასეთი.
_ ამ ყველაფერში მეუფეს ვინ უწყობს ხელს? მარტო ამას ხომ ვერ შეძლებდა?
_ ამჟამინდელი ხელისუფლება ხელს არ უწყობს. ეს არის ძველი ხელისუფლების გადმონაშთი, ძველი ნაციონალი და დღეს რამენაირად უნდა, რომ ახალ მთავრობაშიც შეყოს თავი. თავს ისე აჩვენებს, თითქოს რაღაცას აკეთებს მარტვილისთვის. არადა აქ რაც გვაქვს თავის მოსაწონებლად, დადიანების საზაფხულო სასახლე და ა.შ. საუკენეებისაა და ხალხმა შექმნა. აბა სხვაგან გააკეთოს კარგი საქმეები, სადაც ასეთი რამ არ არის.
ახალაიების დროს ვიღაცას დაიჭერდნენ და ძალდატანებით აკეთებინებდნენ რაღაცეებს, ახლა ამოვისუნთქეთ და დღეს მე ამას რომ გეუბნებით, იმის დამსახურებაა, რომ ეგენი აღარ არიან. მაგათ დროს რომ ამდენი მელაპარაკა, შეიძლება დავეხვრიტე. დაჭერით კი აუცილებლად დამიჭერდნენ. აი, ესაა განსხვავება. იმ დროს მათ მიერ მოპოვებული ქონება დღესაც თვალს მოგჭრით.
_ რისთვის სჭირდება, როგორც ამბობთ, ამხელა ქონება სასულიერო პირს?
_ საინტერესო კითხვაა. აბა რა ვიცი. სწორედ ამ ქონების გულისთვის მიდის ბრძოლა და ხალხის მოწამვლა. ვითომ, გზები უნდა რომ დააგოს მარტვილში. მეუფემ უფლის გზა უნდა დაგვიგოს და ასფალტს ინჟინრები და გუბერნატორები მიხედავენ. ხალხი რომ ეკლესიიდან გარბის, ისინი მოიზიდოს და ა.შ. პოლიტიკოსობა თუ უნდა, წვერი მოიპარსოს და პოლიტიკაში ჩაერთოს. თავშესაფარივით არ უნდა გაიხადონ ეკლესია. პოლიტიკაში რა უნდა მეუფეს? ილოცე შე დალოცვილო, შენ გაყევი ამ გზას და ჩვენ შემოგიერთდებით, ყველანაირად დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით ხალხის, ერის და შენს სასიკეთოდ.
ეს მეორე ეპიზოდი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი 24-წლიან დუმილს არღვევს და “ალიას” სკანდალურ ისტორიას უყვება
“ყოველკვირეულ ალია” 22-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება სათაურით - “ჭყონდიდის ეპისკოპოსს, მეუფე პეტრეს ძალადობაში ამხელენ... რატომ გაითქვა მეუფემ სახელი, როგორც “დონ პეტრემ”, რატომ ეშინია მარტვილის მოსახლეობას მისი?!”
მარტვილის მოსახლეობა შველას ითხოვს და საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი საპატრიარქო მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიას არ ჩამოაცილებს!!! ამ მასალას მოჰყვა ძალიან მძაფრი რეაქცია. ჩვენს რედაქციაში არ წყდება ზარები, სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. მეუფე პეტრეს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და განაწყენებული ხალხი ჰყავს. მეორე უკიდურესობა კი ისაა, რომ მარტვილის ეპარქიამ გადაწყვიტა არაქრისტიანული მეთოდებით იბრძოლოს ჩვენს წინააღმდეგ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენ შევეცადეთ, დაგვეცვა ჟურნალისტური ეთიკა და ვყოფილიყავით ობიექტურები, მეუფე პეტრეს ვთხოვეთ ინტერვიუ, ასევე გავუგზავნეთ კითხვები, რაზეც უარი განაცხადა და იღუმენია გამყრელიძის საშუალებით შემოგვითვალა, რომ ის ცილისწამებას მდუმარებით ხვდება...
მეუფე პეტრეს მიმართ კონკრეტული ადამიანები გამოთქვამენ საკუთარ გულისტკივილს. როგორც ჩანს, ისინი იძულებული გახდნენ, ემხილათ საეკლესიო პირი, ქრისტიანი არის მიმტევებელი და ყოველთვის ერიდება სასულიერო პირის მხილებას, მაგრამ რას ვიღებთ საპასუხოდ ჭყონდიდის ეპარქიისგან, რაში გამოიხატება მეუფის მდუმარება?
კვანძი უცნაურად იხსნება. იღუმენია გამყრელიძე “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს:
“მეცოდება ყველა ჟურნალისტი, რომელიც მზად არის, 30 ვერცხლის საფასურად დაწეროს და გაავრცელოს ცილისმწამებლური შეკვეთილი წერილები...”
“ალიაში” გამოქვეყნებული წერილის სულისჩამდგმელ გიორგი ანდრიაძეს და შორენა თეთრუაშვილს ქრისტესმიერი სიყვარულით შევახსენებ, რომ უფალი მეფობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ჭეშმარიტების დამცველ მღვდელმთავრებს!.. და ვურჩევ აღიარებითა და სინანულის გზით გადაირჩინონ საკუთარი სული... რამდენიმე ხნის წინ ჩვენთან პირად საუბარში ასეთი ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებით იმუქრებოდა გიორგი ანდრიაძე, თუ მის მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებდით. ასე რომ, ამ ორი პერსონის დაცვით თავს ნუ შეიწუხებს ზოგიერთი მათი დამცველი. მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ანდრიაძე, შორენას მარჯვენა ხელია, თუ პირიქით შორენა _ გიორგისი, ამას არა აქვს მნიშვნელობა, როცა მათთვის ეკლესია და სამშობლო მხოლოდ ფულით და ძალაუფლების განისაზღვრება. პირადადაც მითქვამს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს ორი პერსონა არის ჩემი ქვეყნისა და ჩემი ეკლესიის მტერი, შორენას მორჩილება არ არის ჩემი საყვარელი სულგრძელი პატრიარქის მორჩილება...”
ძვირფასო მკითხველო, როგორც ხედავთ, აქ ვითარება იმაზე დრამატიზებულია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.
შორენა თეთრუაშვილი გახლავთ პატრიარქის პირადი მდივანი, რომელსაც იღუმენია დედა თამარი (გამყრელიძე) მოიხსენიებს ეკლესიის მტრად... ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჭყონდიდის ეპარქია პატრიარქს ებრძვის.
დედა თამარს კი ქრისტესმიერი სიყვარულით შევახსენებ, ნუ იდარდებს ჩემზე და ნუ შევეცოდები, ვინ იყიდება 30 ვერცხლად და ვინ აქვეყნებს ცილისმწამებლურ შეკვეთილ წერილებს, ეს უფალმა უკეთ უწყის, ხოლო ჩვენი მხრიდან, შევეცდებით ამის დამტკიცებას და ვიმედოვნებთ, რომ უფალი შეგვეწევა, ვამხილოთ ფარისევლები...
ამ ნომერში “ალია” აპირებდა, გამოექვეყნებინა დოკუმენტები და ინტერვიუები იმ ადამიანებთან, ვისაც მეუფე პეტრემ მიწის ნაკვეთები დაათმობინა. ამ ადამიანებმა სამართალს ვერ მიაგნეს. ჭყონდიდის ეპარქიამ რომ არ იფიქროს, რომ მიკერძოებულად მხოლოდ მარტვილის მრევლის პრეტენზიებით დავინტერესდით, დროებით ვაჩერებთ ამ მასალას იმ იმედით, რომ მეუფე პეტრე ინტერვიუს მოგვცემს. ახლა გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტთან ილია ზუკაკიშვილთან, რომელმაც ჩვენს წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ 24-წლიანი დუმილი დაარღვია და დღეს პირველად შეიტყობთ დამალულ სიმართლეს მეუფე პეტრეს (ცაავა) შესახებ.
- ჩემთვის დაუჯერებელი იყო ინფორმაცია, რომ მეუფე პეტრემ (ერისკაცობაში პეტრე ცაავამ) მეგობარს სახლი მოტყუებით გაუყიდა და ღია ცისქვეშ დატოვა. ინფორმაციის გადამოწმება დავიწყე და კვალმა თქვენამდე მომიყვანა. გაგვარკვიეთ, ვინ არის პეტრე ცაავა, რა მოხდა რეალურად?
- ნინო, მოდი, ჩვენი ინტერვიუ ერთი პირობით დავიწყოთ, მე ვიტყვი სიმართლეს და არაფერს, სიმართლის გარდა!.. შემიძლია, დავიფიცო ხატზე, ბიბლიაზე და ყველაფერ იმას, რაც ქართველებს წმინდა გაგვაჩნია, რომ ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს. ეს ისტორია 24 წლის წინათ მოხდა, მე არასოდეს, არსად ამაზე არ მისაუბრია ძალიან ვიწრო წრის გარდა, მედიის არც ერთი საშუალებისთვის ინტერვიუ არ მიმიცია და თქვენთან ვარღვევ 24-წლიან დუმილს. ვცდილობდი, მხოლოდ ჩემი ოჯახის ტკივილად დარჩენილიყო ის, რაც მოხდა. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ეს პიროვნება, ადრე თუ გვიან, გამოჩნდებოდა და პატიებას მაინც მთხოვდა, მით უმეტეს, სასულიერო ცხოვრებაში მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და ამ პოზიციიდან გამომდინარე, უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი და სულ ცოტა, ბოდიში მოეხადა. ყოველ წელს, მიტევების დღეს ველოდი მას, რაც არ გააკეთა. ისტორია კი დაიწყო ასე: დაახლოებით 1992 წელი იყო, მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი, “მეორე არხის” რეჟისორად, ორი საავტორო გადაცემა მქონდა. პარალელურად ვსწავლობდი ინსტიტუტში და ხელფასზე ვცხოვრობდით. როგორც ყველას, იმ პერიოდში ჩვენს ოჯახსაც უჭირდა, ცუდი დრო იყო. ისე მოხდა, რომ ჩემი არასრულწლოვანი ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დაიჭირეს, ჩემს ოჯახს მისი ციხიდან დახსნის საშუალება არ ჰქონდა, პოლიცია 2000 დოლარს ითხოვდა თავისუფლების სანაცვლოდ. თუ საქმე პროკურატურასა და სასამართლოს გადაეცემოდა, შესაბამისად, თანხაც გაიზრდებოდა. მაქსიმალურად ვიყავი გადართული ჩემს სამუშაოზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სარეკლამო შეკვეთა ამეღო და ძმის გამოსახსნელი ფული შემეგროვებინა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, - დამკვეთია მოსული, ბევრი გადაღება მაქვს და თუ სურვილი გაქვს, დაელაპარაკეო. რა თქმა უნდა, შევხვდი ამ ადამიანებს, ერთ-ერთი მათგანი იყო პაატა ცაავა (მეუფე პეტრე). აღმოჩნდა, რომ მათ რეკლამა კი არა, დოკუმენტური ფილმის შეკვეთა უნდოდათ. დოკუმენტური ფილმის შინაარსის შესახებ პირველ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამთ. მათ მკითხეს, ხარ თუ არა თანახმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ეს ფილმი გადაიღოო. ვკითხე, რამდენი იქნებოდა ჩემი ჰონორარი. პაატა ცაავამ მითხრა, რომ ამ ფილმში 2000 დოლარს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ჩემი ფიქრები გადავიდა ჩემს ძმაზე. ვიფიქრე, ამ ფილმს გადავიღებ და ჩემს ძმასაც დავიხსნი-მეთქი... პაატა ცაავა ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა, დეტალურად გამომკითხა, ვინ ვიყავი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, როგორც ხდება ხოლმე ქართველებში და არც გამკვირვებია დეტალებით მისი დაინტერესება. დედაჩემი წარმოშობით სამეგრელოდანაა და ეს რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა. ერთი სიტყვით, პაატა ცაავა დარწმუნდა, რომ არ ვიყავი ის, ვისი ნდობაც არ შეიძლებოდა. მის პიროვნებაში ეჭვი არ შემპარვია, რადგან საეჭვო ადამიანები ტელევიზიაში არ დადიან ისეთ რამეებზე, რასაც ქვემოთ გაიგებთ. მხოლოდ მეორე დღეს შემატყობინეს, რომ დოკუმენტურ ფილმს ვიღებდით არა საქართველოში, არამედ სომხეთში... არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება, დავთანხმდი, სადაც გინდათ, იქ წავიდეთ და გადავიღოთ-მეთქი.
- რა უნდა გადაგეღოთ სომხეთში?
- როგორც პაატა ცაავამ მითხრა, უნდა გადაგვეღო სომხეთის ღირსშესანიშნაობები და კადრში უნდა აღგვებეჭდა ფაქტები, როგორ ვითარდება სომხეთის სახელმწიფო, როგორ ცხოვრობს ხალხი და ა.შ. ჩემს პრობლემებზე ვიყავი ფოკუსირებული და ნამდვილად არ მიფიქრია რაიმე ცუდზე.
- როგორ წარგადგინათ პაატა ცაავამ, ვინ იყო მაშინ?
- მოძველბიჭო ტიპს უფრო ჰგავდა, მაგრამ მითხრა, რომ ბიზნესმენი იყო... მას ახლდა მეგობარი, რომელიც ჩემთვის ნაცნობი პიროვნება არ იყო. პაატამ მითხრა, რომ სამ დღეში უნდა წავსულიყავით, მაგრამ წასვლის დრო გაიწელა, არადა მე ჩემი პრობლემა მქონდა მოსაგვარებელი და კონკრეტული ვადები დამითქვა პოლიციამ, რომ ფული მიმეტანა ძმის გამოსახსნელად. ჩემი პრობლემის შესახებ პაატა ცაავა საქმის კურსში ჩავაყენე და ავუხსენი, თუკი პოლიციაში ფულის მიტანას დავაგვიანებდი, თანხა გაორმაგდებოდა, თან იყო ცაავას ასეთი პირობა, რომ მე დამონტაჟებული კასეტა უნდა მიმეცა მისთვის, რის შემდეგაც გადამიხდიდა გასამრჯელოს. ამასობაში ჩვენი წასვლის დრო ძალიან გაიწელა, პაატამ მითხრა, რომ ფულს ელოდებოდა, ამასობაში ძალიან დამიახლოვდა, ჩემს ოჯახში ამოვიდა, დედაჩემი გაიცნო, მეგრულად საუბრობდნენ და ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. პაატამ დედაჩემი დაამშვიდა, არაფერი არ ინერვიულოთ, თქვენს შვილსაც გამოვიყვანთ, სერიოზულ დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე კვირაში მისივე მანქანით “რენო-მოსკვიჩით” წავედით სომხეთში. დანიშნულ ადგილზე საღამოხანს ვიყავით, შევედით რესტორანში სავახშმოდ, შემახვედრა ვიღაც სომეხ ჟურნალისტს, ალბათ, რომ დავრწმუნებულიყავი, რამდენად სერიოზულ ფილმს ვიღებდი სომხეთზე და მეორე დღეს მეუბნება: ილია, ახლა ჩვენ მივდივართ ყარაბახში. ეს ის პერიოდია, როცა ყარაბახში ომია და მახსოვს, ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩვენს გეგმებში ეს არ შედიოდა. გადავედით ყარაბახში. Vხედავ, აფეთქებებია, ძალიან კარგად მახსოვს პაატა ცაავას იმ დონეზე ჰქონდა გარკვეული იქ ყველაფერი სომხურ მხარესთან, რომ არაფერი გასჭირვებია, დროებით რწმუნებულსაც იცნობდა და შევიდა გამგეობაში. კაბინეტში მასთან ერთად შევედი და წარმადგინა, დაგვაბინავეს ერთ-ერთ დაბომბილ ძველ სასტუმროში და იმავე ღამეს პაატა ცაავას ვეკითხები, - აქ რა უნდა გავაკეთოთ? პაატა მპასუხობს, - ჩვენ უნდა შევიდეთ ციხეებში და უნდა გადავიღოთ აზერბაიჯანელი პატიმრები და მათგან ინტერვიუები უნდა აიღოო. კონკრეტულად კი უნდა მეკითხა, როგორ ექცევიან სომხები აზერბაიჯანელ პატიმრებს, რა პრობლემები აქვთ და ა.შ. ეს ამბავი მაშინვე ცუდად მენიშნა, მივხვდი, ჩემს თავს კარგი ამბავი არ ხდებოდა. ჩვენ ვიყავით სამ ქალაქში: შუში, აგდამი, ფიზული და პატიმრები იქ გადავიღეთ.
- პაატა ცაავამ გადაღებული კასეტა ვისთან და სად მიიტანა?
- მაშინ არ ვიცოდი, ვისთან მიჰქონდა კასეტა. რომ ჩამოვედით, პაატა მეუბნება, - ილია, დაუმონტაჟებელი მასალა მომეციო. მე შევახსენე პირობა, რომ დამონტაჟებული მასალა უნდა წაეღო ჩემგან და გამიკვირდა, მაშინ მხოლოდ ტელევიზიაში იყო სამონტაჟო და დაუმონტაჟებელ მასალას ვერსად გამოიყენებდა. ამაზე მიპასუხა, გადავხედავ და ზუსტად გეტყვი, რა მინდა და როგორ უნდა დაამონტაჟოო... რა თქმა უნდა, კასეტა მივეცი იმ პირობით, რომ მეორე დღესვე დააბრუნებდა. მოკლედ, მეორე დღეს, როგორც თქვენ არ გინახავთ ჩინეთის იმპერატორი, ისე გაქრა პაატა ცაავა ჩემი ცხოვრებიდან. თავისთავად, მისი ძებნა დავიწყე, ჩემდა სამწუხაროდ, მას კი ჰქონდა შესწავლილი ჩემი პიროვნება, მაგრამ მე არ ვიცოდი, სად ცხოვრობდა. მეგრული კილოთი ლაპარაკობდა და არ დაუმალავს, რომ სენაკიდან იყო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, სად ცხოვრობდა. მის ძებნაში დრო გადიოდა, პოლიციელების მხრიდან ფულის მიტანის ვადა იწურება... როგორც იქნა, მივაგენი პაატა ცაავას, ძალიან შეშინებული ჩანდა... მე მას ჩემი სიცოცხლე ვანდე, მან კი მომატყუა. ყარაბახიდან რომ ჩამოვედით, მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიანი იყო...
- რას მიხვდით, რომ პაატა ცაავა აზერბაიჯანის უშიშროებასთან იყო შეკრული და მათ დავალებას ასრულებდა?
- სამწუხაროდ, ასეა... ახლა გავაგრძელებ ფაქტების მოყოლას... პაატა მიხვდა, რომ მე მისი გამშვები აღარ ვიყავი და აღარც ცდილობდა ჩემგან გაქცევას, მაწყნარებდა, ვისაც ველოდები, ხაზზეა და ანაზღაურებას მიიღებო... დაიგინა, დაიფიცა და ყველა ამოიწყვიტა. კიდევ ერთხელ რომ შემოსულიყო ჩემთან ნდობაში, გუშინდელი დღესავით მახსოვს, მითხრა, საცოლე მყავს, რაღაც პრობლემები მაქვს მასთან, ავჭალაში ცხოვრობს და გამომყევიო. დავეთანხმე. ის გოგო პირადად არ მინახავს, პაატა იმ გოგოს სახლში მარტო ავიდა, თუმცა დღესაც თვალდახუჭული მივაგნებ იმ კორპუსს, რადგან ჩემდაუნებურად დავიმახსოვრე, პაატას აღარ ვენდობოდი და მაქსიმალურად ვცდილობდი მის ირგვლივ ყველა ინფორმაციის მოძიებას. ამასობაში სამი კვირა გავიდა, რაც ჩემი ძმა პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ და დამიმატეს სამი დღე ფულის მისატანად. პაატა ცაავას უკვე ძალიან მკაცრად მოვთხოვე, რომ, თუკი მკაფიოდ არ ამიხსნიდა, რა ხდებოდა და გასამრჯელოს არ მომიტანდა... ცემით დავემუქრე და ვუთხარი, შენ ხარ საეჭვო პიროვნება, ყველანაირი ნდობის ძაფი გაწყვიტე, მე თვითონ შემახვედრე იმ ხალხს-თქო. ცაავა ისე შეშინდა, გამოსავალს ვერ ხედავდა, ჩამსვა მანქანაში და მითხრა, წავედით, ოღონდ არა სომხეთში, არამედ აზერბაიჯანშიო... გზაში ვეკითხები, რატომ მივდივართ აზერბაიჯანში, როცა ფილმი გადავიღეთ სომხეთში. ის მეუბნება, რომ ამ ფილმის დამკვეთი იყო აზერბაიჯანული მხარე, მაშინ ხმას ავუწიე, პაატა ამიხსენი, რა თამაშს თამაშობ, რა შარში გამაყოფინე თავი-მეთქი... მანქანაში მხოლოდ ორნი ვიყავით, გავთვალე, რომ შეიძლება მისი მხრიდან ინციდენტი მომხდარიყო და მეგობარი არ წამიყვანია, ვიფიქრე, მისი ოჯახიც არ გავაუბედურო, თუ შარი მიწერია, მე შევწირავ თავს-თქო. პაატა ცაავა მიხვდა, რომ ჩემი მხრიდან საშიშროება ემუქრებოდა და გამომიტყდა, რომ აზერბაიჯანის ძალიან ზედა ეშელონების უშიშროება არის ამ საქმეში ჩართული, ამის გამხელა შემეშინდა, რადგან შეიძლება უარი გეთქვა და მასალის გადასაღებად არ გამომყოლოდიო... ვკითხე, რატომ ენდობი აზერბაიჯანის უშიშროებას, რომ გადავალთ აზერბაიჯანის საზღვარზე, საფრთხე არ დაგვემუქრება-მეთქი?!. მოვთხოვე, ეჩვენებინა ჩემ მიერ გადაღებული კასეტა და მითხრა, რომ მასალა უკვე აზერბაიჯანის უშიშროების ხელში იყო... მანქანა გავაჩერებინე, ვუთხარი, გადმოსულიყო და დაწვრილებით მოეყოლა, რაში დასჭირდა აზერბაიჯანის უშიშროებას ეს მასალა და რა იყო მასალის დანიშნულება. მინდა მთელი ინფორმაცია თქვას, სანამ საზღვარზე გადავალთ. პაატა მეუბნება, _ მე ვერ გეტყოდი, რა დანიშნულებით მივდიოდით ყარაბახში, რადგან შეიძლება ისე დავემარხეთ, პატრონიც ვერ გვიპოვიდა, შენთან ერთად მეც გავრისკე, მეც ფული მჭირდებოდაო. თურმე რა ყოფილა... აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი რომ მიდიოდა, ჯარისკაცების ნაწილი გარდაიცვალა და ნაწილი დაიკარგა. როგორც პაატა ცაავამ მითხრა, აზერბაიჯანის უშიშროებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მათი ჯარისკაცები ციხეში ისხდნენ, მაგრამ ამ ინფორმაციის ფაქტობრივი დამადასტურებელი მასალა არ გააჩნდა. აზერბაიჯანული უშიშროების ჩანაფიქრი იყო ის, რომ ნეიტრალური მხარე - საქართველოს წარმომადგენელი გადაიღებდა ვითომ დოკუმენტურ ფილმს სომხებზე, რეალურად რაც მე ვნახე, ცაავას სომხებთანაც ჰქონდა საქმე მოგვარებული, სხვა შემთხვევაში უფლებას არავინ მოგვცემდა, აზერბაიჯანელი პატიმრები გადაგვეღო. მოკლედ, კასეტაზე აღიბეჭდებოდა ყველა აზერბაიჯანელი პატიმრის სახე, ამ მასალას აჩვენებდა აზერბაიჯანის ხელისუფლება მათ მშობლებს და აღარ დაიწყებოდა ალიევზე იერიში, რისი საშიშროებაც იყო, რომ ჩვენი შვილები ვერ იპოვეთო... ამით აზერბაიჯანელმა მხარემ საკუთარ მოსახლეობას დაუმტკიცა, რომ მათი უშიშროება კარგად მუშაობდა და მათ შვილებზე დარდობდნენ... ამ მასალის გადაღების მთავარი აზრი თურმე ეს იყო... როცა რეალობა შევიტყვე, ძალიან დავიძაბე. ამის მიუხედავად, ვუთხარი, წავიდეთ აზერბაიჯანში და შევხვდეთ იმ ადამიანებს-მეთქი... აზერბაიჯანში 40 წლის მამაკაცი დაგვხვდა, პაატამ მითხრა, ეს ადამიანი აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომელიაო, მას აზერბაიჯანულადაც შეუძლია საუბარი, შეიძლება დამალოს და თქვას, რომ ეს ტყუილია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ აზერბაიჯანული ენა იცის. მას მოვთხოვე, მითარგმნე, რაზე საუბრობთ-მეთქი. მითხრა, ფული მალე იქნებაო... დავრწმუნდი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალს მეუბნებოდა და რომ ფული მართლა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა გადაეცა მისთვის. საკუთარი თვალით დამანახა და საკუთარი ყურით მომასმენინა, რომ მას აფინანსებდა აზერბაიჯანის უშიშროება. პაატას ვუთხარი, რომ დრო აღარ მრჩებოდა, ფულის გამოგზავნას ვეღარ დაველოდებოდი. ამ დროს მთავაზობს, - მოდი, შენი ბინა გავყიდოთ, ჩემს ნათესავს უნდა ბინის ყიდვა, კლიენტის მოძებნაში დრო აღარ დაგეხარჯება, ხოლო როგორც კი ფულს მომცემენ, დაგიმატებ და კარგი ბინა ვიყიდოთო. სხვა გამოსავალი არ იყო და მას რომ არ შეეთავაზებინა, საბოლოო ჯამში, მაინც ამის გაკეთებას ვაპირებდი, ჩემს პატარა ძმას ციხეში არ დავტოვებდი. ვარკეთილში გვქონდა სამოთახიანი გარემონტებული ბინა. მოგეხსენებათ, ამ უბანში მაშინ ბინების ფასი მერყეობდა 2700-3000 დოლარის ფარგლებში და პაატა ცაავამ ისე მოახერხა, რომ თავის ნათესავზე ეს ბინა მიმაყიდვინა 1600 დოლარად, დანარჩენი 400 დოლარი მეზობლებში ავაგროვე და ჩემი