ეგ ვიღაც რუსების მიერ აღზრდილი ჩეჩენოიდია ტიპს რაღაც რუსულად ეწერა და თითი ზემოთ ჩეჩნების პონტში.
სამეგრელოში და სვანეთში მართალია ცოტა მაგრამ მაინც ჩასახლდა უცხოელები ახლა მათი შთამომავლების გამოვლენა ხდება არაქართული აზროვნებით.
ისტორიაში, რომ ვერკვევი ეს არაერთხელ დაგიმტკიცეთ ახლა ჩაგიტარებთ მოკლე ექსკურს ვინა რის ერით ქართველი:
ისტორიულ წყაროებში საქართველოში ყველაზე ძველად მცხოვრები ორი ტომი იყო კოლხი და დიაოხი ესენი დიალექტური განსხვავებაა და მოდიან ჭოახიდან. ჭაოხები იყვნენ ქართველური ტომების წინაპრები. ჭაოხები არსებობდნენ ქრისტემდე პირველ ათასწლეულამდე შემდეგ ეს ტომი გაიყო კოლხებად და დიაოხელებად ეს დიაოხელები ურარტუელებმა დაიპყრეს და ნაწილი კოლხებმა ამ დროიდან ერთი ტომი კოლხები არსებობდნენ შემდეგ ეს კოლხები ჩრდილოეთიდან შემოჭრილი დამპყრობლების გამო(კიმერიელები) იშლება უამრავ ტომად უკვე ქრისტეს შობამდე მეექვსე საუკუნიდან გვხვდება უამრავი ტომები მოკლედ ნამსხვრებეი კოლხების ეს ტომები იყვნენ სვანები, ზანები(ზანების ნაწილიდან წარმოიშვნენ მეგრელები ქალაქი ეგრის გალვენაში მოქცეულები მეგრელი ნიშნავს ეგრში მცხოვრებს), ჭანები, სანები, ფასიანები, ჰენიოხები, სასპერები და ა.შ. ეს დანაწევრებული ტომები თანდათან იწყებენ თავიდან შეკვრას აღმოსავლეთში წარმოიშვა სასპერია ხოლო დასავლეთში ლაზიკა ეს სასპერია შემდეგ ფონეტიკურად იბერიაში გარდაისახა. ლაზიკა თავიდან მოიცავდა ტერიტორიას ტუაფსედან ტრაპიზონის ჩათვლით მაგრამ შემდეგ დასუსტდა სვანები მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდნენ ასევე აფსილები და აბაზგები(აფხაზეთში მცხოვრები ტომები) ხოლო სანები დაპყრობილი იყვნენ ბერძნების მიერ ასევე ჭანების დაპყრობას მოახერხეს ერთხელ რომაელებემა იუსტინიანე პირველისდ დროს.
აღმოსავლეთში უფრო მძლავრი რამ წარმოიშვა სახელად იბერია! იბერიამ დაიწყო შეკოწიწება ტომების მან გააერთიანა ფასიანები, მესხები, სასპერები, ტაოხები და ა.შ. ეს სამეფო გადაიჭიმა თავიდან სპერიდან(ახლა თურქეთშია) გიშამდე(ახლანდელ აზერბაიჯანშია) ხოლო შემდეგ უკვე გადავიდა ჭანები შეიერთა და ძველი ბერძნები ისტორიკოსები გვაწვდიან ინფორმაციას სვანებიც იბერიელებად მიიჩნევდნენ თავს! იბერიის სამხრეთ ნაწილი კერძოდ სპერი, ტაო, გოგარეთი(დღეს სომხეთშია), კამბეჩოვანი დაიპყრეს სომხებმა შესაბამისად ცენტრი გადავიდა სხვა ადგილას კერძოდ ქართში(ქართი იყო თბილისამდე არსებული ქალაქი თბილისის ტერიტორიაზე მეგრულად თბილისი არის ქართი) ხოლო ტერმინი სასპერი იცვლება ქართუელით ანუ ქართის მკვიდრად ჯერ ეს სახელი ქართულეი(თანამედროვე ქართულიდ ქართველი იყო ერთ-ერთი ქალაქის ქართის მკვიდრების სახელი შემდეგ უკვე იბერიაში რაც დარჩა იმ ხალხის ანუ ტომის სახელი) ეს გაერთიანება დროებით სპარსელებმა და არაბებმა შეაჩერეს მაგრამ ისევ გაინაგრძა ქართლმა დაიკავა ყოფილი ლაზიკა(რომელიც ბერძნენ-სპარსელთა ომებმა გაანადგურა) მეგრელები, ჭანები, აფსილები, აბაზგები, ჯიქები მოკლედ იბერიამ მოიცვა მთელი დღევანდელი საქართველო მაგრამ არაბებმა მაინც მოახერეს განადგურება ამ სამეფოსი. ქართლმა შექმნა ქართული ანბანი, ქართული სალიტერატურო ენა, გააკეთეთა ავტოკეფალია კერძოდ მცხეთის. ამ იბერიაში ერთ-ერთმა იბერიის მეფემ ჩამოასახლა დურძუკების(ჩეჩნების, ინგუშების და წოვა-თუშების წინაპრები) ნაწილი მათი შემორჩენილი ნაწილი არის წოვა-თუშები ესენიც იბერიელებში შევიდნენ და შემდეგ ქართველურ ჯგუფთან ერთად შექმნეს ტომი თუში.
ამ ლაზიკის ტერიტორიაზე უკვე მეორე საუკუნიდან გვხვდება აფშილები და აბაზგები სავარაუდოდ ზიგებიდან ანუ ჯიქებიდან წარმოიშვნდნენ და ჩრდილოეთიდან ჩამოსახლდნენ ვინაიდან ჩრდილოეთში ალანთა და გუთების შეტევები ხდებოდა და დაპყრობილი ტერიტორიიდან მოდიოდა ელიტა თავისივე ქვეყანაში ლაზიკაში. შემდეგ დასავლეთ საქართველოში ქართლის მეფემ არჩილამ და აბაზგთა(ერთ-ერთი აფხაზური ტომი) მთავარმა ლეონმა ქალაქ ანაკოფიაში დაამარცხეს არაბული ჯარი დასავლეთ საქართველოში იქმნება აფხაზეთის სამეფო ხოლო ტერმინი აფხაზში უკვე შედის ჯიქი, აბაზგი, აფსილი, მეგრელი, სვანი, გურული, არგვეთელნი, რაჭველნი ხოლო სამხრეთ დასავლეთ საქართველოში კერძოდ მესხეთში წარმოიშვა ტაო-კლარჯეთის სამეფო სადაც ცხოვრობდნენ ჭანები, მესხები და ჩამოსახლებული კახელები, ქართლელები, ჰერები ამ სამეფოს მკვიდრებს ერქვათ ქართველები.
აფხაზეთის სამეფო შემდეგ გაფართოვდა და დაიკავა აღმოსავლეთ საქართველოც ანუ ყოფილი იბერიის ტერიტორიას მესხეთის გარდა(სადაც ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფო იყო კერძოდ აფხაზეთის სამეფომ რამდენჯერმე მოახერხა თბილისის აღება და კახეთ-ჰერეთის სამეფო.
აფხაზთა სამეფო იყო რეალურად ქართული სამეფო ისტორიული ძეგლები და წყაროები მიუთითებენ ეს სამეფო იყო მცხეთის ავტოკეფალიაში შემავალი და სახელმწუიფო ენად იყენებდნენ ქართულ სალიტერატურო ენას, ქართულ ანბანს და ქმნიდნენ კულტურად ქართულ ენაზე.
ტაო-კლარჯეთის სამეფოს(ქართველთა სამეფო) და აფხაზთა სამეფოს გაერთიანება დროის საკითხი იყო ჯერ სცადეს ტაო-კლარჯეთის მეფე აშოტ ბაგრატიონი(კურაპალატი წოდებით) დაესვათ აფხაზეთის მეფედ ასე გაერთიანებინათ ეს სამეფო მაგრამ ეს არ იყო მაშინდელ კანონებთან შედარებით სამეფო ტახტი მხოლოდ მემკვიდრეობით გადადიოდა ასე, რომ აშოტ კურაპალატის შვილთაშვილს მოაყვანინეს ცოლად აფხაზთა მეფის ქალიშვილი და მათ შეეძინათ ბაგრატ III. სწორედაც ბაგრატ მესამე ხდება აფხაზეთის მეფე და როცა აშოტი მოკვდა გახდა ტაო-კლარჯეთის სამეფოს მეფეც ასე დაარსდა სამეფო საქართველო. საქართველოს სამეფოში ყველა ის ტომი რომელიც აფხაზეთის სამეფოში შედიოდა და ტაო-კლარჯეთის სამეფოში ძირითადად იწოდებოდა ქართველი ერის ნაწილად ხანდახან გვხვდება ძველი ტიტულელბის გამო ტომის მნიშვნელობით ნახმარი ქართველი მნიშვნელობით მხოლოდ ქართლელებთან მიმართებაში(ქართლელები სპერის შემდეგ ქართის გარშემო შემოკრებილი სასპერები არიან) მაგრამ ერის მნიშვნელობით როცა იხმარება შედის ყველა ტომი ჯიქი, აფხაზი, მეგრელი, სვანი, გურული, აჭარელი, მესხი, ჭანი, სვანი, რაჭველი, იმერელი, ლეცხუმელი, ქართლელი, მთიული, ჯავახი, ხევსური, დვალი, თუში, ფშაველები, ჰერები, კახელები.
ასეთია ჩვენი ისტორია ვინც თავის დროზე გავიდა(რიგი მიზეზების გამო) ქართველთა ერთობიდან გადაშენდა ან ძალიან დაზიანდა(ჭანი, მესხი, ჯავახი, ჰერი, დვალები, აფხაზი, ჯიქი).
ვინც რომელიმე ქართველი ტომის განცალკევებას ანუ ტრაიბალიზმს ემხრობა ის არის ყველაზე დიდი მტერი პირველ რიგში იმ ტომის რომლის განცალკევებაც სურს ეს ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა.
This post has been edited by გასო on 23 Feb 2017, 01:36