დღეს ბეწვზე გადავურჩი მეხუთე სართულიდან გადავარდნას.
მეძინა. ფანჯრის ბადე გაღებულიყო და ქარი კედელზე ახეთქებდა. გამეღვიძა. თვალი არ მქონდა გახელილი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უნდა ავმდგარიყავი და დამეკეტა. თან მეზარებოდა, რადგან ჯერ კიდევ ძილღვიძილში ვიყავი. ჰოდა, ბოლოს ძალიან რომ შემაწუხა ხმაურმა და იმის შიშმა, რომ შეიძლებოდა მომძვრალიყო და გადავარნილიყო, სასწრაფოდ წამოვვარდი და ავედი სკამზე ბადის დასაკეტად. ეგ სკამი ფანჯარასთან მიდგას და მოკლედ ისე ვერ ვუდგები, სკამზე რომ არ ავიდე. აქამდეც ეგრე ავდიოდი და ვხურავდი. მაგრამ ამჯერად ახალგაღვიძებული რომ ვიყავი და თვალები სწრაფად გავახილე, თავბრუ დამეხვა და თვალებშიც დამიბნელდა მზე რომ მეფეთა მოულოდნელად. უფრო სწორად, ყველაფერი გაყვითლდა და მაააგრად დამატრიალა.
იმენა ვვარდებოდი, წავედი წინ... და ძლივს ჩავეჭიდე ფანჯარას...
რასაც ქვია თვალებში ჩავხედე სიკვდილს, საშინელება იყო.
ნახევარი საათის განმავლობაში გული ძალიან სწრაფად მიცემდა და ხელები მიკანკალებდა.
კიდევ კარგი, არავინ დამინახა და სხვებსაც არ გაუსკდათ გული.
ნუ მოკლედ. მიხარია, რომ გადავრჩი და არ მოვკვდი.