#50006929 · 24 Feb 2017, 16:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, თუ ხართ უმუშევარი ან ახალ სამსახურს ეძებთ, შეგიძლიათ აქ სცადოთ ბედი... ენერგიული, მოტივირებული და ოპტიმისტი ადამიანი თუ ხართ, დარწმუნებული ვარ მიაღწევთ წარმატებას... ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, არის ხალხი, 40-50 წლის ასაკში რომ მოკიდეს ამ საქმიანობას ხელი და ძალიან წარმატებულები არიან დღეს, საკმაოდ მაღალი ხელფასებით...
QUOTE | „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმის კვირეულის ფარგლებში კომპანიამ დასაქმების საინფორმაციო სისტემა www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 300 სამუშაო ადგილი შესთავაზა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებლებს საშუალება მიეცათ დამსაქმებელთან გაევლოთ გასაუბრება, გაეცნენ საცალო გაყიდვების სპეციალისტის სამუშაოს და მოისმინეს რეალური ისტორიები სამუშაოს მაძიებლების პერსპექტივებსა და წარმატების მიღწევის რეალური შანსების შესახებ. გასაუბრებას ფორუმზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ 40 წარმომადგენელი დაესწრო. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ჩართული იყო ფორუმის ორგანიზებაში და უზრუნველყო სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევა და შერჩეული კანდიდატების დასაქმების ფორუმზე მიყვანა. შეხვედრაზე იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე.
დასაქმების ფორუმი 24 თებერვლამდე გაგრძელდება. კომპანია დასაქმების მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს და პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს. სადაზღვევო კომპანია პროექტის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს. ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს და გაყიდვების სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე მზარდია.
20-22 თებერვალს ფორუმები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც 2000-მდე სამუშაოს მაძიებელმა გაიარა გასაუბრება. ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების კვირეული 25 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, თბილისის დასაქმების ფორუმით დასრულდება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...hesthavaza.html
|
--------------------
Mens sana in corpore sano...
|