ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს ნდობის ტელეფონი, რომელზეც ადამიანები სულიერი დახმარების მისაღებად რეკავენ.
მსგავსი სამსახური პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის იქმნება, ვისაც თვითმკვლელობის სურვილი აწუხებს.
საქართელოში კი ნდობის ტელეფონის სახელით ძირითადად სექს-ტელეფონებია გავრცელებული, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.
ჯანმრთელობის სამინისტრო არ აფინანსებს ნდობის ტელეფონებს და ადამიანები დახმარების გარეშე რჩებიან.
ამ დროს აშკარაა თვითმკვლელობის შემთხვევათა მატება. კაზინოს მოთამაშეები თუ არასრულწლოვნები, ხშირად კვირაში რამდენიმე თვითმკვლელობა ხდება:
http://gza.ambebi.ge/kriminali/2935-arasru...ho-faqtebi.html2016 წლის იანვარი
"თბილისში, ბერბუკის ქუჩის მცხოვრებლები საშინელი ტრაგედიის თვითმხილველები გახდნენ. ნინო შეყილაძე საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულის აივნიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველებმა "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა გამოიძახეს და გოგონას გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. როგორც ამბობენ, გარდაცვლილი პირველად საკუთარმა მამამ ნახა. ამ დროს იგი სახლში მანქანით ბრუნდებოდა და ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველი გახდა. გამწარებული მამის სულისშემძვრელ გოდებას ირგვლივ მყოფები ვერ ივიწყებენ.
ბაჩი გელაშვილი 14 იანვარს მიაბარეს მიწას. მომხდარით შეძრულები არიან ბიჭის ოჯახის წევრები და ახლობლები. იმ საბედისწერო დღეს ბაჩის ძებნა ოჯახის წევრებმა საღამოს დაიწყეს.
17 იანვარს კიდევ ერთმა მოზარდმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. 13 წლის გოგონას ცხედარი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდთან იპოვეს."
http://dainteresdit.ge/index.php?option=co...d=75&lang=ka-GEბოლო კვირის მანძილზე, მხოლოდ საქართველოში, დაფიქსირდა 3 თვითმკვლელობის შემთხვევა, სამივე ერთი და იმავე მიზეზით, რომელსაც ალტრუისტული თვითმკვლელობა ეწოდება. ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როდესაც პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.
თვითმკვლელობის რაოდენობის ზრდა და კაზინოებიმედია არასწორედ აშუქებს ამ ფაქტებს და კიდევ უფრო ხელს უწყობს ვითარების დამძიმებას
თვითმკვლელობათა გავრცელების ხელშეწყობა ქართულ მედიაში
ყოველი შემთხვევისთვის მოვიყვან ორი ტელეფონის ნომერს: პირველი საპატრიარქოსია, მეორე კი იშვიათად მუშაობს. ამ დროს ქვეყანაში აშკარად მძიმე მდგომარეობაა, და საჭიროა რამდენიმე სამსახური, რათა გაწვდეს ამ პრობლემებს:
243 55 00 (11 დან 18 საათამდე)
292 10 00
მოვთხოვოთ ჯანმრთელობის სამინისტროს დააფინანსოს "ნდობის ტელეფონები", რაც ძალიან სჭირდება ქვეყანას, ასეთ ტელეფონზე დღეში მინიმუმ 300 ზარი შედის და აქედან უმეტესობა საკმაოდ სერიოზულია.
მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და მხარი დაუჭირეთ გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურის დაფინანსებას
This post has been edited by bochormeli on 23 Feb 2017, 15:30