გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველზე - რაზეც საჭიროა, იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება, იმაში ეჩრება
12:57 27-02-2017
გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველზე - რაზეც საჭიროა, იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება, იმაში ეჩრება რაზეც საჭიროა იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება იმაში ეჩრება, - ამის შესახებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შესახებ განაცხადა.
გიორგი ანდრიაძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ გამოსაძიებელია რა ინფორმაციას აწვდიან კათოლოკოს-პატრიარქს.
გიორგი ანდრიაძის თქმით, დაახლოებით 2 თვის წინ სახალხო დამცველს მიმართა 2 ლაზის დაკავების შესახებ, თუმცა, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
”დააკავეს 2 ლაზი, სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ და ერთ-ერთი თურქეთის მხარეს გადასცა. მომხდარზე რეაგირება სახალხო დამცველს ეკუთვნის, რაზეც საჭიროა იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება იმაში ეჩრება“, - განაცხადა ანდრიაძემ და დასძინა, რომ ლაზები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...hi-echreba.htmldegaგიორგი ანდრიაძეზე დიდია?
This post has been edited by The13thFloor on 27 Feb 2017, 13:28