სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. მესაზღვრეებმა 70 წლის ამირან გუგუტიშვილი დააკავეს
16:46 25-02-2017
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი 70 წლის ამირან გუგუტიშვილი დააკავეს.
გუგუტიშვილების საცხოვრებელი სახლი 2008 წლის ომის დროს დაწვეს. ამირან გუგუტიშვილი ოჯახთან ერთად ამ დრომდე სოფელ კოშკაში ძველი სკოლის შენობაში ცხოვრობს.
არსებული ინფორმაციით, ამირან გუგუტიშვილი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე საკუთარ ბაღში შეშას აგროვებდა, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ის ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. ჯერჯერობით ოჯახს არავინ დაკავშირებია.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წამომადგენელი შამილ თუხარელი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...i-daakaves.html
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა