https://www.facebook.com/gujabidzeplanet360...54692597956570/ეხლა რა ხდება. ის ისტორია ( საქართველოს ისტორია) იმდენად და იმდენჯერ იყო მოდელირებული, შეკრეჭილი და ლამინირებული, რომელსაც საქრთველოს ისტორიის სახელით გვასწავლიდნენ/ვგებულობდით/ვკითხულობდით, 1980-1990 წლებში, რომ მის მიმართ რაღაც ეჭვი და ცრუ პათოსის მიმართ გაუცხოება გებადებოდა წესიერ კაცს.
რატომ. იმიტომ რომ
ჯერ (1980 წლამდე) საბჭოთა ისტორიოგრაფიას ყველა ფაქტი ერთი იდეოლოგიური ქარგისთვის უნდა მოერგო : ქართველები რუსებმა გადაარჩინეს/კლასობრივი უთანასწორობით ხალხი გმინავდა
მერე (1980 წლის შემდეგ) ოწწიპელის სითბომ, რაზვიტოი მაძღარმა სოციალიზმმა ქართველ უკვე ახალი ტალღის ისტორიკოსებს უკვე ახალი ტრენდი გაუხსნა - საქართველოს ისტორიის მითოლოგიზირება ( ჩვენ კაცობრიობის აკვანი, ყველაზე მეომარი ერი, ყველაზე ნიჭიერი, მომღერალი, მოცეკვავე, უქარქაშო ხმელბიანი ხალხი ვართ)
ამ ლამინირებულ ისტორიას ემატებოდა ლამინირებული ფოლკლორის დიდი პლასტი.
მოემზადებოდი ფოლკლორის მოსასმენად და აღმოაჩენდი, რომ ეს ჩვენი უსახელო წინაპრის საუკუნის წინ ნამღერი ოროველი კი არაა, ვიღაც ლოტბარი კოლმეურეობის თავმჯდომარე უმღერის ჩაის და ტრაქტორს.
მოკლედ
კომუნისტებმა ისტორიაც და ფოლკლორიც ერთ დიდი ბუტაბორია, ბუფონადად აქციეს.
ცეკვა თურმე სუხიშვილისაა, სიმღერა მრავალჟამიერი თაქთაქიშვილის და ვეფხი და მოყმე ქიბროწაშვილის.
აირია მონასტერი.
ძირძველი, ნაღდი, იდეოლოგიითა და აბიორტკით შეურყვნელი ხალხის ხმა დაიკარგა.
მერე რა მოხდა?
რა და დაინგრა სსრკ და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ქართველები (ხმა, ისტორია, ფოლკლორი, ეპოსი) სრულებით დამოუკიდებლად ამ პროპაგანდისტული მანქანისგან, თურმე არსებობდნენ მსოფლიოში სხბაგანაც - თურქეთი/ლაზეთი, ფერეიდანი.
აღმოჩნდა, რომ სკკპ პარტიის დადგენილების მადლიერების გარეშეც არსებობს ქართული ენა, ქართული ცეკვა, სიმღერა და არ მომჯვდარა, არ გამქრალა. 70 წელი იძულებითი იზოლირების მიუხედავად არ გამქრალა. ხალხმა თავისი ქართველობა ისე გადასცეს ერთმანეთს 3 თაობის განმავლობაში, რომ საქართველოში შესვლის, ქართველთან დაკონტაქტების არათუ საშუალება, პერსპექტივაც არ იცოდნენ ოდესმე თუ გაჩნდებოდა.
ამ თემაში შევაგროვით ქართული, რომელსაც საბჭოთა არაფერი შეხებია.
რომელიც ნაღდია, მარგალიტია, ბრილიანტია, შემთხვევით და მთავრობების საწინააღმდეგოდ არის გადარჩენილი და ჩვენამდე მოტანილი.
დავაფასოთ.
https://www.facebook.com/gujabidzeplanet360...54692597956570/სულ ახალი ჩაწერილია. დაუმეგობრდით ირაკლი გუჯაბიძეს, მარტო მიდის დედამიწის გარშემო, ახლა ირანშია. მადლობა მას ამ ვიდეოსთვის.
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!