თუ ნაცებს, ე.ი მიშასი ყოფილა
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს შეხვდნენ
20:36 27-02-2017
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს შეხვდნენ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, სალომე სამადაშვილი და ირაკლი ქავთარაძე, ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოლს შეხვდნენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, შეხვედრაზე პრეზიდენტ დოლს მადლობა გადაუხადეს ევროპის სახალხო პარტიის მიერ საქართველოს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გაამახვილეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.
პარტიის წარმომადგენლებმა დოლს ენმ-ში მიმდინარე ცვლილებები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
IPN
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3