მოგესალმებით,
ვერ ვიპოვე სვანეთში მოგზაურობაზე და მაგრად მაინტერესებს დეტალები.
გუდაურში გადატყავებულია ტრასები და დღის მეორე ნახევარი საერთოდ ფაფაა, პროგნოზებს რომ ვუყურებ უახლოესი 10 დღე არც აპირებს ნალექს, ხოდა ეს მომენტი და კიდევ ის რომ არასდროს არ ვარ ნამყოფი სვანეთში და კიდევ იძიახიან რომ ფრირაიდერების სამოთხეა სვანეთიო, მაგრად მინდა წასვლა. თუმცა არ ვიცი:
1. საბაგიროსთან რომელი საოჯახო სასტუმროებია;
2. სასტუმროს ფასები;
3. კვების საკითხი როგორ ჯობია რომ თადარიგი დავიჭირო;
4. თუ საბაგიროსთან ახლოს არ იქნება სასტუმრო მაშინ მანქანით მიყვანაზე რა ხდება;
5. საერთოდ გადაფრენა სჯობს თუ რომ იძახიან გამართლებაზეა დანიშნულ დროს რომ გამოფრინდეო მართალია და მანქანით უფრო მიზანშეწონილია?
ესეთი თემა ვერ ვნახე და რადგან პირველად ვგეგმავ მინდა ისეთს გავყვე ვინც გარკვეულია ასეთ ნიუანსებში, ხომ არავინ აპირებთ 3-8 მარტის ფარგლებში სვანეთში სასრიალოდ წასვლას? ადგილის ქონის შემთხვევაში(თხილამური და სპორტული ჩანთა მექნება) შემოგიერთდებოდით ყველანაირი ხარჯით რათქმაუნდა

მადლობა ვინც გამომეხმაურება ანდა უბრალოდ რჩევებს მომცემს...
This post has been edited by kompiooo on 28 Feb 2017, 11:57