მოგესალმებით,
ამერიკიდან ჩამოსულ რავ4-ს (2,4 ბენზინი, 2007 წლის) გარბენის გამო გამოვუცვალე სვეჩები (85,000 მილი). არ ვიცი ორიგინალი სვეჩებია თუ არა, მაგრამ ამერიკიდან ჩამოყვა. მუშაობდა უპრობლემოდ, უბრალოდ მივყევი ავტომოყვარულების რჩევებს და გარბენის გამო გამოვუცვალე. 2 წლის წინ გამოვუცვალე და აღმოვაჩინე რომ სახლში მქონია და არ გადამიყრია, ამიტომ თუ ვინმე გამომეხმაურება, ვაჩუქებ, თუ არადა გადავყრი 2-3 კვირაში

არის ბოშის ფირმის. ზედ რაც აწერია სრულად დავწერ თუ ვინმე გაერკვევა:
Bosch
Super plus
Germany 111
FR8DC +
არის 4 ცალი. თუ ვინმეს გინდათ გამომეხმაურეთ.
კარგი ფინანსისტი ისაა, ვინც სწორად ახსნის ხვალ თუ რატომ არ შესრულდა ის ყველაფერი დღეს რაც მან გუშინ იწინასწარმეტყველა
------------------------------------
Milan fu, è e sempre sarà il campione