წლიური ინფლაცია 5.5 პროცენტამდე გაიზარდა
2 მარტი, 2017, 11:08
წლიური ინფლაცია 5.5 პროცენტამდე გაიზარდა
თბილისი (GBC) - თებერვალში ინფლაციის ზრდის ტრენდი შენარჩუნდა.
"საქსტატის" ცნობით, საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონეm 5,5 პროცენტი შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით. მათ შორის, ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა 6,7%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 2,7%, ხილი და ყურძენი 2,5%, ზეთი და ცხიმი 1,8%, აგრეთვე ყავა, ჩაი და კაკაო 1,7%. ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0,7 პროცენტი)
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,5 პროცენტით, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო კი, 5,1 პროცენტით გაძვრიდა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,4 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0,9 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი- ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,4 პროცენტით; სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში კი, 5.5%. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (14,2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,4 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6,3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (35,1 პროცენტი).
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=92944იმედია ლარის გამყარება ცოტას წაეშველება

აშკარად ზედმეტად გაუფასურებული იყო და ამ ინფლაციაშიც თავის წვლილი ექნება შეტანილი 2.8 კურსს
Never argue with an idiot, they drag you down to their level and beat you with experience
იყიდეთ ქართული!
FORZA GEORGIA!
ფაქ რაშა!