რატომ არ ვყოფილვარ დაფიქსირებული ონისეს მთელ 5 პოსტიან თემაშიი?!
ბავშვობიდან მიყვარს, ვუსმენ და მოვუსმენ!

ინდივიდუალური, თავისებური სტილი აქვს და ტიპაჟურადაც მეტად საინტერესოა, ქარიზმატული.
ალბათ უკრავს რამე ძველ, თამბაქოთი გაბოლილ და ბნელ ბარში, უნდა მოვძებნო.
კომპოტი <3 ჩემი ფავორიტი (ეს რომ ახალი გამოსული იყო, მოზარდი ვიყავი, ბოლო ხმაზე ვაღრიალებდი და ვცეკვავდი, რაზეც მკაცრი დედიკო მეჩხუბებოდა, თვითონ არ მოსწონდა.)
ორიგინალის ერთგვარი გარემიქსებული ვარიანტი, ესეც მშვენიერია.