სალამი
მოკლედ, ეს თემა გავხსენი ამ ამბის გამო:
http://sknews.ge/index.php?newsid=11603ჯარისკაცი, რომელიც როგორც ნიუსში ირკვევა, ორ ომში მონაწილეობდა, მივიდა ასეთ მდგომარეობამდე. მესმის რომ ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, უბრალოდ ბევრი კითხვა ჩნდება:
1) თავდაცვის სამინისტრო როგორც ჩანს არ მუშაობს "დაბრაკული" ჯარისკაცების გადამზადების, პროფილის შეცვლის კუთხით.
2) არ ეხმარება და არ იყენებს ამ ჯარისკაცების უნარებს და გამოცდილებას - ფაქტია, ასე მარტივად გამოუშვეს ორი ომის ვეტერანი.
3) ძალიან დაბალია პენსია - ამავე ნიუსში წერია, რომ ცოლს აქვს შემოსავალი 350 ლარი და ერთი ამდენიც რომ ქონოდა პენსია ამ ჯარისკაცს, ასეთი რადიკალური ნაბიჯი არ უნდა გადაედგა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს ვალის ნაწილი გადმოყვა ჯარში მსახურობის დროიდან.
პენსიები და ხელფასები მაინტერესებს ყველაზე მეტად. ვისაც გაქვთ ზუსტი ინფორმაცია ამ თემაზე, მოიწერეთ, ის რო ჯარში მაღალი ხელფასებია და პენსიებიც მეტნაკლებად გამოსწორდა, ტყუილია? მარტო ავღანეთში და ერაყში ვინც მსახურობს იმათ აქვთ მაღალი ხელფასები?