ყველას მოგეხსენებათ რომ, სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ის გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს და თითოეულ ნათქვამ სიტყვას დადებითი, ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. სიტყვით შეიძლება ადამიანის განკურნება და პირიქით, მისთვის გულისტკენა, რაც ყველაზე რთულად მოშუშებადი ჭრილობაა.
მამა პაისი მთაწმინდელის მიხედვით, წყევლას ძალა მაშინ აქვს, როდესაც ის უსამართლობაზე რეაგირებას წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც ერთი ქალი სასაცილოდ იგდებს მეორეს - ტანჯულს, ან რაიმე ბოროტებას ჩაიდენს მის მიმართ და დაზარალებული დაწყევლის, რომ წყეული იყოს მისი შთამომავლობა, ვინც უსამართლოდ მოიქცა - აი, ამ წყევლას ძალა აქვს. ღმერთი უშვებს, წყევლას ჰქონდეს ძალა ისევე, როგორც, ვთქვათ, უშვებს იმას, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოკლას. თუმცა, უსამართლობა რომ არ ყოფილიყო, წყევლა უკან დაუბრუნდებოდა მას, ვისგანაც გამოვიდა.
სულხან–საბა ორბელიანის იგავშიც “ენით დაკოდილი” სწორედ სიტყვის ძალაზეა საუბარი. დათვს მეფის ცოლის ნათქვამი სიტყვით დაკოდილი გული ვეღარ გაუმთელდა, ნაჯახით მიყენებული ჭრილობისგან კი კვალიც აღარ დარჩა
მოკლედ მთლად მარტივად არ არის საქმე როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს რადგან თურმე წყევლის ძალას შთამომავლობაც განიცდის....
პ.ს. საინტერესოა ასევე პროკურატურის გარდა კიდევ რომელი პროფესიებია დაწყევლილი სასულიერო პირების მიერ?