ჯობია შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს
ტყუილად ველოდებით ჩვენს გადამრჩენელს
ათასი დაპირებით ვუსმენთ ათას მრჩეველს
ზოგი კი ფულით ყიდულობს მის ამომრჩეველს
ფერებს გვაჩევევენ მათი ფუნჯით დახატულს
სიღარიბეში ვხვდებით მერამდენე გაზაფხულს
იმედს ვერ მოგვიკლავენ უფლისაგან ჩასახულს გულში
მაგრამ ვერ დაგვავიწყეს ის რაც იყო გუშინ
ილუზიას გვიქმნიან უკეთეს მომავალზე
როცა თვითონ ჯდებიან ერთმანეთის მონაჯვამზე
რუსულ ფრთებს აკერებენ ქართულ ოცნებაზე
არც ესენი ლოცულობენ ნაც მოძრაობაზე
სცენარი იცვლება და არა რეჟისორი
არჩევნებამდე ხდება ყველა თვითპროფესორი
ერთმანეთს ატყუებს ყველა ცრუ ორატორი
განუკითხაობა არის, ცხოვრება არსწორი
პეიჟაზები შეცვალეს იგივე დარჩა ფონი
სამართლიან ტრიბუნაზე მხოლოდ მე ვდგევარ მარტო მგონი
და არა ზოგიერთი პოლიტ რეპერი ჩმორი
სიმართლეს იძახის მხოლოდ ჩემი მიკროფონი
ზოგი ოცნებას მიეცა დააბრმავა ფულმა
ზოგი კი მეტ სარგებელს ეძებს მოიცვა შურმა
ერთიდაიგივეობას არავინ არ აღიქვამს
ჩვენთვის არავინ არ არის, ყველა თავის თავს იცავს
ყველა ერთმანეთს ჭამს და ხალხზე არავინ ფიქრობს
როცა საქმე სკამს ეხება ძმა ძმას აღარ ინდობს
და ჩვენ კი ვინ დაგვინდობს ასეთ სიტუაციაში
როცა განუკითხავობა მეფობს ჩვენს ქვეყანაში
როცა აგორებენ ხალხში გრანდიოზულ ჭორებს
ერთმანეთს აბრალებენ რაც თვითონ მოიგონეს
ოღონდ ხმა იყიდონ და მოვიდნენ პარლამენტში
მერე თავიანთ ნათესავებს იყენებენ გვერდში
ხალხი არავის ახოვს მხოლოდ დაპირება
არჩევნების დროს კი ერთმანეთთან გადაბირება
ჩვენ თუ არ გავინძრევით არაფერი არ იქნება
ეს არის რეალობა და არა გაფიქრება
იქნებ არ მოგეწონოთ ჩემეული მოსაზრება
ან იქნებ თუმდაც ზოგმა გამოხატოთ მოკრძალება
მემგონი გამოვხატე ის რასაც ხალხი ხედავს
მაგრამ ხმამაღლა თქმას რატომღაც ვერავინ ბედავს
მიმაგრებული სურათი