სახლში რომ ვამზადებ ასობი ხორცით, მაშინვე ვყინავ ზედმეტს და მერე მშვენიერი გემო აქვს, მთავარია სწრაფადვე უნდა გაყინო! ეხლა კი წარმოიდგინეთ რა ღირს ბაზარში ხორცი, 12 ღორი და 16 ძროხა, ხო და აბა რომელი ფირმა ჩაგიდებთ კარგ ხორცს გაყინულ ხინკალში? ხინკალი კი არა არც ფარში და საერთოდ ნახევარფაბრიკატები საქართველოში საერთოდ არ უნდა იყიდოთ, რადგან ძალიან დაბალი ხარისხისაა და ხშირად საშიშია მისი ჭამა, ათასი ნაგავი ყრია შიგ წონის მოსამატებლად!!!
გაყინული კი არა მაგარ რესტორნებშიც კი იშვიათია კარგი ხინკალი... მე პირადად რუსთაველზე ფასანაურში რომ ხინკალია ის მომწონს ყველაზე მეტად, თხელი და ნაზი ცომი და გემრიელად შეზავებული ხორცი თან წვნიანი...