დედის დღე – საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
ნუნუ კერესელიძის ეს საბავშვო ლექსი
ია-ია დაგიკრიფე,
ლურჯთვალა და კოპწია.
დედის დღე და გაზაფხული
ერთად მომილოცია.ალბათ ყველაზე უკეთ გადმოსცემს და გამოხატავს საქართველოში დედისა და მისი დღის აღნიშვნისადმი ჩვენს ისტორიულ დამოკიდებულებასა და ერთგვარ ეთნოფსიქოლოგიას, შესაძლოა შემთხვევითაც და როზა ლუქსემბურგის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ფაქტია საქართველო ამ დღეს, გამოზამთრების შემდგომ, სიცოცოხლის განახლების პერიოდის – გაზაფხულის მესამე, გარკვეულწილად სიმბოლურ დღეს აღნიშნავს, ულოცავს და უძღვნის ყველას და უპირველესად საქართველოში მაცხოვრებელ და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველ დედებს .
დედის დღე საქართველოში ქვეყნის პირველივე პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით და მონდომებით 1991 წლიდან დაწესდა. მას საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.
“დედის დღის” აღნიშვნის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს.
თანამედროვე ეპოქაში დედის დღის აღნიშვნის დაწესება და საერთო ზეიმად ქცევა ერთ-ერთი ვერსიით მეყვავილეებს ეკუთვნით და მას კომერციული საფუძველი ედო. თუმცა ისტორიული რეალობაა რომ დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე – პირველ წლებში არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ, 1914-ში აშშ-ში დედის დღე პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ინიციატივით ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების – და არა მარტო მამაკაცების – ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო… 1991 წლიდან კი უკვე საქართველოშიც აღნიშნება.
,,დედის დღე ” საბერძნეთში მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება, ამავე დროს აღნიშნავენ დედის დღეს ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც მათ შორის – აშშ, გერმანია, ავსტრია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია,იტალია, ფინეთი,შვეიცარია, ისლანდია, ჰოლანდია,ლატვა, ესტონეთი,მალტა, ბრაზილია, კანადა, ინდოეთი, კუბა,იაპონია,თურქეთი და ა. შ. თუმცა მაისის მეორე კვირა დღეს დედის დღის აღნიშვნა მსოფლიოში საერთაშორისო დღედ აღიარებული არ არის და ის სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ტრადიციების მიხედვით აღინიშნება, მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ეს მარხვის პერიოდს უკავშირდება და ძირითადად მარტში აღინიშნება, ხოლო მაგალითად პოლონელები ამ დღეს 26 მაისს ზეიმობენ.
ავტორი : ავთანდილ გიუნაშვილი.
http://georgians.gr/mathersday/ This post has been edited by Lаki on 3 Mar 2017, 09:47
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3