#50053611 · 2 Mar 2017, 23:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდესაც პირი ჩადის დანაშაულს, მას ენიშნება სასჯელი, რომელიც თავის მხრივ იწვევს ისეთ სამართლებრივ შედეგს, როგორიცაა ნასამართლობა. ნასამართლობას გააჩნია საერთო სამართლებრივი და წმინდა სისხლის სამართლებრივი ფუნქცია. საერთო სამართლებრივი ფუნქცია გამოიხატება მაგალითად დასაქმების დროს გარკეულ შეზღუდვებში, ხოლო წმინდა სისხლის სამართლებრივი ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ ნასამართლობა მხედველობაში მიიღება დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის დანიშვნის დროს. სასჯელის მოხდის შემდეგ პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს სასამართლოს, რომ მოეხსნან ნასამართლობა, ესე იგი ნასამართლობის მოხსნა გულისხმობს გარკვეულ პროცედურას. რაც შეეხება ნასამართლობის გაქარწყლებას, იგი დაკავშირებულია დროსთან. სასჯელის მოხდის შემდეგ, თუ გავიდა განსაზღვრული დრო, მაშინ პირს უქარწყლდება ნასამართლობა. მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა ნიშნავს იმას, რომ პირი იურიდიულად არ არის ნასამართლევი..შსს-ს მონაცემთა ბაზაში მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა, შეიძლება დარჩეს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ოდესღაც პიროვნების მიმართ განხორციელებულა სისხლის სამართლებრივი დევნა..
|